"ინდეპენდიენტეს" პრეზიდენტს ფანები თავს დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
"ინდეპენდიენტეს" ფანები კლუბის პრეზიდენტს ხავიერ კანტეროს თავს დაესხნენ.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ხვდებოდა.

როცა კანტერომ საუბარი დაიწყო, რომელიც გუნდის გასული სეზონის შედეგებს ეხებოდა, ფანებმა მას სკამები, წლის ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

მომხდარის გამო პრეზიდენტს შეხვედრის ადგილის დატოვება მოუწია, რომელიც საკალათბურთო ცენტრში იმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ინდეპენდიენტე" ისტორიაში პირველად გავარდა არგენტინის უმაღლესი დივიზიონიდან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ გამოვარდება ტორპედო მაგასი ეჩვი გეპარებათ, როგორც დაგიბარებია ისე გამოვარდება თან სამარცხვინოდ,
zura
09:51 30-06-2013
0
ასეთი დღე ელის "ვისოლს" თუ ტორპედო ცუდად გამოვარდა ევროპის ლიგიდან..
Georgi
23:43 29-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული