ნეიმარი: ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა კონფედერაციათა თასის ფინალური მატჩის შემდეგ ემოციები არ დამალა.

თბილისის დროით 1 ივლისს, "მარაკანაზე" გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დამაჯერებლად - ანგარიშით 3:0 მოუგეს, რითაც ტურნირის გამარჯვებულები მეოთხედ გახდნენ.

"ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ გამარჯვება შეგვეძლო. ადამიანებისთვის მართლაც არსებობს შეუძლებელი რაღაცები, მაგრამ ღმერთისთვის - არა.

ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა ფინალში მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშს, რომლის შემადგენლობაში ამდენი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა და უამრავი ადამიანი გააბედნიერა",
- თქვა აწ უკვე "ბარსელონას"
ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ, რომელიც კონფედერაციათა თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს.


იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ესპანეთი 3:0 - სამხრეთამერიკული ფეხბურთის ზეიმი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული