ფიფამ კამერუნის ნაკრებები საერთაშორისო ასპარეზიდან მოკვეთა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯა კამერუნის ფეხბურთის ასოციაცია და ამ ქვეყნის ნაკრებებს ასპარეზობა ყველა დონეზე აუკრძალა.

სანქციის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ეროვნული ფედერაციის (FECAFOOT) საქმიანობაში უხეში ჩარევა გახდა და ის კამერუნის ყველა კლუბზე გავრცელდება, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობს.

ივნისში კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს მოჰამედ იია, რომელიც მანამდე ეკონომიკური დანაშაულისთვის დაპატიმრებული იყო.

კამერუნი ფიფაში მას შემდეგ დაბრუნდება, როგორც კი ქვეყნის ხელისუფლება საგანგებოდ შექმნილ კომიტეტს ფედერაციის არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ეროვნული ფედერაციის საქმიანობას ხელს აღარ შეუშლის.

აღსანიშნავია, რომ
კამერუნის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, აფრიკულ ზონის I ჯგუფში ლიდერია.

ასევე იხილეთ:
სამუელ ეტო’ო: ჩემი მოკვლა უნდათ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული