კანადური და ვაშინგტონური დერბი

AutoSharing Option
დიდი ხანია არაფერი დაგვიწერია MLS-ის შესახებ, სადაც რეგულარული სეზონის ნახევარზე ოდნავ მეტი გაილია. მორიგი ტურის შეხვედრებიდან, რომლებიც ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართა, პირველ რიგში, გამოსარჩევი კანადური დერბი იყო, რომელიც ტორონტოში გაიმართა. 21 700-მა მაყურებელმა ძალიან დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი იხილა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. თავისი მორიგი, მე-11 გოლი გაიტანა მარკო დი ვაიომ და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა. მასპინძელთა რიგებში კი მცველები, ვეტერანი შოტლანდიელი სტივენ კოლდუელი და ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დარენ ოდი გამოირჩნენ.

"ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერია, "მონრეალი" კი ერთპიროვნული ლიდერი,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, სტუმრები მარცხს ძლივს გადაურჩნენ და რომ არა ერთწუთიან მონაკვეთში გატანილი ორი ბურთი, სამი ქულა აუტსაიდერს დარჩებოდა.

7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ "რეალ სოლტ ლეიკს". ამ ტურში, იუტას შტატის წარმომადგენლები მარცხს ბოლო წამებზე, კერძოდ, შეხვედრის 97-ე წუთზე, არგენტინელი ლეგიონერის, ხავიერ მორალესის მიერ გატანილი პენალტის წყალობით გადაურჩნენ, თუმცა აქვე აღვნიშნოთ, რომ მასპინძლები 59-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლულნი იყვნენ.

ზედიზედ სამი მოგების წყალობით, კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადავიდა "ჩიკაგო ფაიერი", რომელმაც ამ ტურში "სან ხოსე ერთქვეიქს" მოუგო. ამ სეზონში არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობს წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და MVP კრის ვონდოლოვსკი, ვისაც 17 თამაშში სულ 5 გოლი აქვს გატანილი. "ვონდოს" ასეთი ცუდი თამაში გუნდზეც აისახება და "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მერვე ადგილს იკავებს.

კატასტროფულ მდგომარეობაშია ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ("ლოს ანჯელეს გელექსისთან" ერთად) "DC იუნაიტედი". დედაქალაქელები კონფერენციაშიც და ჩემპიონატშიც ბოლო ადგილზე არიან. 18 თამაშის შემდეგ 9 ქულა მართლაც კატასტროფული შედეგია გუნდისთვის, რომელსაც აშშ-ს მთავარი საფეხბურთო ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული.
მორიგ ტურში ვაშინგტონური დერბი გაიმართა, ოღონდ განსხვავება ორ ვაშინგტონს შორის ისაა, რომ "იუნაიტედი" ქალაქ ვაშინგტონს წარმოადგენს, "სიეტლ საუნდერსი" კი შტატს, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ და "სიეტლმა" საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა. "საუნდერსის" მხრიდან ორივე გოლი ობაფემი მარტინსმა გაიტანა და ახლა, მუდამ ახალგაზრდა ნიგერიელის ანგარიშზე უკვე 6 გოლია.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რობი კინის დუბლიც. ვეტერანმა ირლანდიელმა მატჩის ბოლო 5 წუთში ორი პენალტი გამოიყენა და "გელექსის" "კოლამბუს ქრიუსთან" 2:1 მოაგებინა.

აშშ. MLS. რეგულარული სეზონი

ტორონტო-მონრეალი 3:3
გოლები: 0:1 ა. რომერო (1), 1:1 ჯ. ბროკი (6), 2:1 კოლდუელი (21), 3:1 ოდი (24), 3:2 კამარა (69), 3:3 დი ვაიო (70)

ჩიკაგო-სან ხოსე 3:2
გოლები: 0:1 ა. გორდონი (14), 1:1 დუკა (36), 2:1 ნიარკო (47), 2:2 ლინდპერე (73-საკ. კარში), 3:2 როლფე (84)

კანზას სიტი-ვანკუვერი 1:1
გოლები: 1:0 კოლინი (35), 1:1 კამილო სანვესო (44)

სოლტ ლეიკი-ფილადელფია 2:2
გოლები: 0:1 ლე ტუ (13), 1:1 გილი (75), 1:2 კეისი (76), 2:2 ხ. მორალესი (90-პენ)
გაძევება: პალმერი (59. სოლტ ლეიკი)

სიეტლი-DC იუნაიტედი 2:0
გოლები: 1:0 მარტინსი (20), 2:0 მარტინსი (90)

კოლორადო-ნიუ იორკი 2:0
გოლები: 1:0 სტერჯისი (47), 2:0 ბრაუნი (68)

გელექსი-კოლამბუსი 2:1
გოლები: 0:1 ანიორი (78), 1:1 კინი (85-პენ), 2:1 კინი (90-პენ)

დალასი-ჩივასი 0:0

აღმოსავლეთი

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონრეალი 16 9 3 4 30-24 30
2. ნიუ იორკი 19 8 4 7 25-24 28
3. ფილადელფია 18 7 6 5 29-28 27
4. კანზას სიტი 18 7 6 5 24-18 27
5. ჰიუსტონი 17 6 5 6 19-18 23
6. ჩიკაგო 16 6 3 7 18-23 21
7. ნიუ ინგლენდი 16 5 6 5 19-14 21
8. კოლამბუსი 18 5 5 8 22-23 20
9. ტორონტო 17 2 7 8 17-24 13
10. DC იუნაიტედი 18 2 3 13 8-29 9

დასავლეთი

თ მ ფ წ ბ ქ
1. სოლტ ლეიკი 19 10 4 5 29-18 34
2. დალასი 18 8 7 3 27-22 31
3. პორტლენდი 17 7 9 1 28-16 30
4. გელექსი 18 8 3 7 27-22 27
5. ვანკუვერი 17 7 5 5 27-25 26
6. კოლორადო 19 7 5 7 23-22 26
7. სიეტლი 15 7 3 5 21-17 24
8. სან ხოსე 19 5 6 8 20-30 21
9. ჩივასი 17 3 4 10 15-31 13

ბომბარდირები: 11 - დი ვაიო (მონრეალი); 10 - კამილო სანვესო (ვანკუვერი), მაგი (ჩიკაგო), მაკინერნი (ფილადელფია); 8 - ბიელერი (კანზას სიტი), ოდურო (კოლამბუსი), კინი (გელექსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გაიცანით ახალი კლუბი: "ნიუ იორკ სიტი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული