ტობიას ალდერვეირელდს ინგლისში უნდა

AutoSharing Option
ტობი ალდერვეირელდის მიმართ "ლივერპულის" ინტერესზე ბევრი იწერებოდა განსაკუთრებით სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე, მაგრამ მერე მერსისაიდელებმა 32 წლის კოლო ტურე შეიძინეს და ცენტრალური მცველის ვაკანსია დახურულად გამოაცხადეს.

24 წლის ბელგიელს "აიაქსთან" ხელშეკრულებაში ერთი წელი აქვს დარჩენილი და თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. შესაბამისად, ამსტერდამელებს მისი გაყიდვა ამ ზაფხულზე აწყობთ. ტობი კარიერის გასაგრძელებლად ამბიციურ კლუბს ეძებს. მას თანამშრომლობას სთავაზობდნენ "ლევეკუზენი" და "ნორვიჩი", მაგრამ ფეხბურთელმა ორივე უარით გაისტუმრა. აი, რას ამბობს ის საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით:

"ვეძებ ძლიერ კლუბს, რომელიც უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს. სხვა
განსაკუთრებული მოთხოვნა არ მაქვს. მირჩევნია, თუკი ის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არც ამას ვანიჭებ. უბრალოდ, კარგი იქნებოდა უმაღლესი დონის ტურნირში მონაწილეობა. მას შემდეგ კი, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატი დაიწყება, მთლიანად "აიაქსზე" გადავერთვები და წასვლაზე ფიქრით თავს აღარ დავიღლი. ჩემი გული და გონება ჯერჯერობით მაინც ამსტერდამშია"
.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ალდერვეირელმა "ამსტერდამ არენაზე" უკვე 3-ჯერ მოიგო ჩემპიონის ოქროს მედალი. სულ მან ჩემპიონატში 124 თამაში ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ტობი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერედივიზიე. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: "აიაქსის" ჰეთ თრიქი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული