მახაჭყალის "ანჟი" ხუხულასავით დაიშალა

AutoSharing Option
ბოლოს ორი-სამი წლის განმავლობაში "ანჟის" სახელი სატრანსფერო ბაზარზე ქუხდა. რუსული პრემიერლიგის კლუბი უმაღლესი დონის მოთამაშეებსა და მწვრთნელებზე "იწევდა". ხანდახდან, მაგრამ მსგავსი გარიგებები ჩრდილოკავკასიელებს ნამდვილად გამოსდიოდათ.

სხვა თუ არაფერი, "ანჟის" მიერ დაწესებულ სახელფასო ჭერს კიდევ დიდხანს არავინ შეეჭიდება. კლუბი სამუელ ეტოოს წელიწადში 20 მილიონ ევროს უხდის. ასეთი ანაზღაურებით კი ამერიკის საკალათბურთო და ბეისბოლის ლიგების ბევრი სუპერვარსკვლავიც კი ვერ დაიკვეხნის. მასალა "ანჟიში" მიმდინარე მოვლენებზე გუშინ BBC-ის რუსულმა წარმომადგენლობამ შემოგვთავაზა.

სტრატეგიის ცვლილება
"ანჟის" მეპატრონე სულეიმან კერიმოვმა ბიუჯეტის მკვეთრად შემცირება, სტრატეგიისა და განვითარების მიმართულების
შეცვლა გადაწყვიტა. სამომავლოდ კლუბი აქცენტს აიღებს საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე.

"ძვირად ღირებული ფეხბურთელების ნაწილი წავა. კლუბის ბიუჯეტი წელიწადში 50-70 მილიონზე ჩამოვა. საკადრო პოლიტიკის კორექტირება მიმართული იქნება ხანგრძლივ პერსპექტივაზე, თუმცა არც ისე უნდა გავიგოთ, თითქოს ფეხბურთელთა მასობრივად გაყიდვას ვაპირებდეთ, როგორც ამას მასმედიის საშუალებები წერენ," - განაცხადა კლუბის მაღალჩინოსანმა.

გეტყვით, რომ 2012 წელს "ანჟის" ბიუჯეტი 180 მილიონი დოლარი იყო და ის ამ მაჩვენებლით რუსულ პრემიერლიგაში მხოლოდ "ზენიტს" ჩამორჩა. ცვლილება უკვე მოხდა სამწვრთნელო შტაბში: ალექს ფერგიუსონის ყოფილი თანაშემწე რენე მალენსტენი პოსტზე გაჯი გაჯიევმა შეცვალა.

კონფლიქტი ფეხბურთელთა შორის
კერიმოვმა "ანჟი" 2010 წლის ბოლოს იყიდა. 3 წლის განმავლობაში გუნდში მსოფლიო კლასის ვარსკვლავები მოვიდნენ. მათ შორის: რობერტო კარლოსი, სამეელ ეტოო, ლასანა დიარა და სხვები. რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები: ჟირკოვი, გაბულოვი, დენისოვი, იონოვი, კოკორინი.

წინა კვირას ადგილობრივ ფეხბურთელებს ლეგიონერებთან სერიოზული კონფლიქტი შეემთხვათ. როგორც ირწმუნებიან, კლუბის პრეზიდენტმა ჩხუბის მოთავე დენისოვი პირადად გააგდო საწვრთნელი პროცესიდან. 2012/13-ის სეზონში "ანჟიმ" ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, თასის ფინალში კი ცსკა-სთან დამარცხდა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგის მაქსიმალურად სწრაფად მისაღებად გადადგმულმა ნაბიჯებმა არ გაამართლა. ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურებში," - წერია კლუბის განცხადებაში.

სულ ბოლოს კი "ანჟის" ყველაზე ძვირ ტრანსფერს გაგაცნობთ:
1. ვილიანი (შახტარი) - 30 მილიონი ევრო, 2. სამუელ ეტოო (ინტერი) - 22, 3. იგორ დენისოვი (ზენიტი) - 16, 4. ლასინა ტრაორე (ყუბანი) - 16, 5. ალექსანდრ კოკორინი (დინამო მ) - 15, 6. ლასანა დიარა (რეალი) 14, 7. მუბარაკ ბუსუფა (ანდერლეხტი) - 14, 8. კრისტოფერ სამბა (ბლექბერნი) - 11, 9. ჟუსილეი (კორინთიანსი) - 11, 10. იური ჟირკოვი (ჩელსი) - 11 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველაზე მდიდრები: სამუელ ეტო'ოს შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველების "გადმოთრეული" ანჟი.. ქართველებმა ამოათრიეს პირველი დივიზიონიდან პრემიერ-ლიგაში, ხოჯავა, მარცვლაძე, ნავალოვსკი, იაშვილი, რევიშვილი, რავი.. და ომარი თეთრაძის მწვრთნელობით!
მერე ყველა გაყარეს როგორც კი პრემიერ ლიგას ეღირსნენ, ნუკრი რევიშვილიც კი აღარ დაიტოვეს.

დაეშალათ ეხლა ხახულასავით?

ფული? .. ფული ვერავის უშველის ვისაც ფეხბურთი სისხლში არ ქვს, ეს დაიმახსოვრეთ!
Giorgi
00:37 08-08-2013
0
აი თეთრაძე დააბრუნეთ ფარჩაკებო!!
giorgi
01:07 08-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული