ეკიპი: სამუელ ეტო'ო კამერუნის ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, ლიბიასთან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრის (1:0) შემდეგ კამერუნის ნაკრებისა და "ჩელსის" 32 წლის თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ფეხბურთელის თქმით, მიზეზი პირადულია. თუკი ფრანგულ გამოცემას ვენდობით, რეალური საფუძველი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფოლკერ ფინკესთან კონფლიქტია.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში უმნიშვნელო ტრავმაც მიიღო, რის გამოც გერმანელმა სპეციალისტმა ის მე-60 წუთზე შეცვალა.

გეტყვით იმასაც, რომ კამერუნმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ასევე იხილეთ:
დაბრუნდება სამუელ ეტო’ო "ინტერში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული