"ფალკაო არასდროს დამსიზმრებია. საერთოდ, ფეხბურთელზე სიზმარი არასდროს მინახავს. რა თქმა უნდა, ის საოცარი მოთამაშეა. მე მის თამაშს ვუყურებ და სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ღამით სულ სხვა რაღაცები მესიზმრება" - ლუი ნიკოლენი, "მონპელიეს" პრეზიდენტი.
"მან ჩემში ისეთ თვისებები აღმოაჩინა, რაც სხვა ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო. როდესაც მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი, თავი ტერმინატორი მეგონა. საკუთარ თავში ისე ვიყავი დარწმუნებული, თითქოს კატისგან ლომად ვიქეცი" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შესახებ.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდში
"სამუელ ეტო'ომ არ იცის, როგორ უნდა დაწეროს SMS ან როგორ მოიხმაროს ლეპტოპი. არა იმიტომ, რომ სულელია, არამედ იმიტომ, რომ ეს მას არ აინტერესებს. ერთადერთი რამ, რაზეც ის ფიქრობს, არის ფეხბურთი" - ოტო პფისტერი, კამერუნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.
"არა მგონია, მართებული იყოს ეუსებიოს ვინმესთან შედარება - ჩემთვის ის მეფეა. ზოგადად, წარმოუდგენელია დაადგინო, ვინაა უკეთესი: ეუსებიო, კრიშტიანო რონალდო, ლუიშ ფიგუ, მარადონა თუ ვინმე სხვა. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და მსგავსი მოსაზრება ყოველთვის სუბიექტურია" - ლუიშ ფიგუს პასუხი კითხვაზე: "სჯობს თუ არა კრიშტიანო რონალდო ეუსებიოს".
შეგახსენებთ, რომ "რეალის" ფეხბურთელმა 1966 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირს პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში გადაასწრო და ჟურნალისტებს ეს კითხვაც ამიტომ დაებადათ.
"დღეს გოლების გატანა უფრო იოლია. მე პორტუგალიის ნაკრებში 60 მატჩი ჩავატარე და 41 გოლი გავიტანე, მაგრამ არასდროს მითამაშია ლიხტენშტაინის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" - ეუსებიო.
"მისი ფასით გაოცებული ვარ. ბეილი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არაა. არა მგონია, რომ მან "რეალში" დიდ წარმატებებს მიაღწიოს" - ბერტი ფოგტსი.
"ჩემი აზრით, დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია. მის წინააღმდეგ ჟენევაში, იტალიის ნაკრების რიგებში ვითამაშე და ის ბურთით, უბრალოდ, საოცრებებს სჩადიოდა" - სტეფან ელ შაარავი.
"მე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მივიღე, მაგრამ თავს მსოფლიოს მბრძანებლად ნამდვილად არ ვგრძნობ. არ გავჩერდები, რადგან ჯერ "ოქროს ბურთი" არ მომიგია" - პოლ პოგბა.
"მე არავინ ვარ. ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, ერთ დღეს მეც მოვკვდები და სიცოცხლეს ხის სასახლეში დავასრულებ. მე, უბრალოდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ ეროვნულ გუნდს ასეთ კარგ მდგომარეობაში ვხედავ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ფონზე, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბელგიას აშკარად ჩავარდნა ჰქონდა" - მარკ ვილმოტსი საუბრობს თავის როლზე ბელგიის ნაკრების გამოცოცხლებაში.
"ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელნი ვიყავით, მაგრამ სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. მოთამაშეები სანაკრებო შეკრებიდან გუშინ, 18:15-ზე დაბრუნდნენ და თამაშისთვის მომზადება ვერც მოვასწარით. ხედავთ შედეგს? მწვრთნელის არსებობას აზრი არ აქვს!" - ლორან ბლანი პარასკევს, პსჟ-ის მიერ "ბორდოს" დამარცხების (2:0) შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირის ფრაზები: ვინ არის პა მოდუ კა?