პირველ ტაიმში პორტუგალიელი უგო ალმეიდას გოლით "ბეშიქთაში" დაწინაურდა, მაგრამ მეორეში დიდიე დროგბამ ანგარიში გაათანაბრა.
73-ე წუთზე კოტდივუარელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. "ბეშიქთაში" აგებდა. ამის გამო განრისხებული ფანები ბოლო წამებზე მოედანზე შეცვივდნენ.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "გალათასარაის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე მელო ორი ფეხით წავიდა რამონ მოტაზე, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა არეულობის დაწყების ინსპირატორი.
არბიტრმა ორივე გუნდი გაიყვანა მოედნიდან და თამაშიც შეწყდა.
"ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე" არეულობა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუამერ გულერის განცხადებით, 66 კაცია დაკავებული.