"ნიუკასლისა" და "პარმას" ყოფილ ფეხბურთელს სკანდალები არც უწინ აკლდა - დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალში შიშველმა იპოზიორა, ხუთი წლის წინ კი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გამო დააკავა.
ამჯერად ფაუსტინოს "ნიჭის" გამოყენებით კოლუმბიის ერთ-ერთი ცნობილი პორნოსტუდია "სანტა-ლატინა" დაინტერესდა. სტუდიამ სკანდალურ ფეხბურთელს მოკლევადიანი კონტრაქტიც შესთავაზა.
საინტერესოა მიმართვის ტექსტი, რომელიც სტუდიამ ფაუსტინოს გაუგზავნა.
"პატივცემულო ფაუსტინო ასპრილია. ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალს თქვენს წარმატებულ კარიერას, რამაც კოლუმბიის ეროვნულ სიმბოლოდ გაქციათ.
როგორც იცით, "სანტა-ლატინა" - ეს არის კომპანია უფროსებისთვის. ჩვენ გთავაზობთ 20 მილიონ პესოს პორნომსახიობად ერთკვირიანი მუშაობისთვის.
ეს უნიკალური წინადადებაა, რომელიც თქვენგან დროულ პასუხს მოითხოვს".
ცნობისთვის, 20 მილიონი კოლუმბიური პესო სულ რაღაც 8 ათასი ევროა, თუმცა ერთკვირიანი "მუშაობისთვის" ურიგო ანაზღაურება ნამდვილად არაა.
განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო პორნოსტუდიის მიერ ასპრილიასადმი მიწერილი წერილის ბოლო აბზაცია, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ:
"დარწმუნებულნი ვართ, რომ სულ ცოტა წავარჯიშების შემდეგ საკუთარ თავში კიდევ ერთ ტალანტს აღმოაჩენთ, რომელიც, როგორც მთელ კოლუმბიაშია ცნობილი, თქვენში ნამდვილად არის".