შეხვედრის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ლიბერტადორესის თასის მფლობელი მიიჩნეოდა, მაგრამ მასპინძლები ბრაზილიელებს ტოლს არაფერში უდებდნენ.
პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი "რაჯა" მუჰსინე იაჟურმა დააწინაურა.
"ატლეტიკოს" რონალდინიოს ჯადოქრობამ უშველა - 33 წლის "გაუჩომ" ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და თითქოს,
11-მეტრიანი მოჰსინე მუტუალიმ გამოიყენა, რის შემდეგაც მთელი გუნდით წინ წასულ "მინეიროს" კონტრშეტევა გამოეპარა და ცვლილებაზე შემოსულმა ვიანეი მადიბემ შეხვედრას წერტილი დაუსვა - 3:1.
საკლუბო მუნდიალების ისტორიაში ეს არის სულ მეორე შემთხვევა, როდესაც ფინალში სამხრეთამერიკული გუნდი ვერ გავიდა.
პირველად 2009 წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა "მაზემბემ" არ დაუშვა "ინტერნაციონალეს" და "ინტერნასიონალის" ფინალი, ამჯერად კი რონალდინიოს "ბაიერნის" წინააღმდეგ ხილვის საშუალება "რაჯა კასაბლანკამ" არ მოგვცა...
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
მატჩი მე-5 ადგილისთვის
ალ აჰლი-მონტერეი 1:5
გოლები: 0:1 ნ. კარდოსო (3), 1:1 ემად მოტეაბი (8), 1:2 ს. დელგადო (22), 1:3 ლეობარდო ლოპესი (27), 1:4 უ. სუასო (45-პენ), 1:5 ს. დელგადო (65)
1/2-ფინალი
რაჯა კასაბლანკა-ატლ. მინეირო 3:1
გოლები: 1:0 იაჟური (51), 1:1 რონალდინიო (64), 2:1 მუტუალი (84-პენ), 3:1 მაბიდე (90+4)
რაჯა კასაბლანკა (4-2-3-1): ასკრი - ელ ჰაშიმი, ბელმაალემი, ულჰაჯი, კარუში - რაკი, გუეჰი - შტიბი (55. მაბიდე), მუტუალი, ჰაფიდი (76. კანდა) - იაჟური (87. კულიბალი)
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა (63. ლუანი), ლეონარდო სილვა, რევერი, ლუკას კანდიდო (85. ალეკსანდრო) - ჟოსუე (58. ლეანდრო დონიზეტი), პიერი - დიეგო ტარდელი, რონალდინიო, ფერნანდინიო - ჟო
გაფრთხილება: რევერი.
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 11-19 (4-8); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 38 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია [VIDEO]