
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელმა "რაჯა კასაბლანკამ", რომელიც ამ სეზონის მაროკოს ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს, ბრაზილიურ "ატლეტიკო მინეიროს" უმასპინძლა და სენსაციური გამარჯვება (3:1) მოიპოვა.
ფინალში მაროკოული გუნდი მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება.
"ატლეტიკო მინეიროსთან" მატჩის დასრულების შემდეგ "რაჯა კასაბლანკას" ფეხბურთელები რონალდინიოსთან მივიდნენ და სამახსოვროდ ბუცები სთხოვეს.
რონალდინიომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს უარი არ უთხრა და "რაჯას" მოთამაშეებმა ბრაზილიელ ფორვარდს ბუცები პირდაპირ მოედანზე გახადეს.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: რონალდინიო VS "ბაიერნი" არ იქნება