Sportall.ge-მ გადაწყვიტა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების უძვირფასესი სახლები წარმოგიდგინოთ.
* * *
დევიდ ბექჰემი - 79 მილიონი ევროდევიდმა და ვიქტორიამ ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე სასახლე, რომლის ღირებულება 50 მილიონ ფუნტს (79 მლნ ევრო) შეადგენს, ძველის, "ბუკინგემის სასახლის" შესაცვლელად შეიძინეს.
ახალ რეზიდენციაში, ცოლ-ქმრისა და ოთხი ბავშვისთვის განკუთვნილი ცალ-ცალკე ოთახების გარდა, რა თქმა უნდა, გამოყოფილია ფართი
უეინ რუნი - 18 მლნ ევრო
უეინ რუნის საცხოვრებელი მანჩესტერის სიახლოვეს, ისტორიული ჩეშირის საგრაფოში მდებარეობს. 2010 წელს სწორედ აქ მიუცვივდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" განრისხებული ფანები ფეხბურთელს, როდესაც კლუბის დატოვების სურვილი პირველად გამოთქვა ღიად. მაშინ საქმეში პოლიციაც ჩაერია.
ფორვარდი დღემდე "იუნაიტედშია", თუმცა გუნდის შეცვლის სურვილს დროგამოშვებით კვლავაც გამოთქვამს ხოლმე.
დიდიე დროგბა - 14,5 მლნ ევრო
დროგბამ ეს სახლი "ჩელსიში" ყოფნის პერიოდში, რუსი ბიზნესმენისგან შეიძინა.
2011 წელს ფორვარდს მშობლიურ კოტდივუარში უცნობებმა სახლი დაუწვეს, აი, "ნისლიან ალბიონზე" არსებული უძრავი ქონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიდიეს შეუძლია მშვიდად იყოს.
ჯონ ტერი - 7,5 მლნ ევრო
ორი თვის წინ ლონდონის "ჩელსის" მცველმა ჯონ ტერიმ სურეის საგრაფოში არსებული თავისი უძრავი ქონება 5,5 მლნ ფუნტად გაყიდა და ახალი შეიძინა.
სახლს მარტო რვა სააბაზანო აქვს, ცხრა - საძინებელი, აუზი, საუნა და კინოთეატრი. ეზოში დიდი ხელოვნური ტბაა გაკეთებული.
კაკა - 7 მლნ ევრო
კაკამ უძრავი ქონება მადრიდში მაშინ შეიძინა, როდესაც "მილანიდან" "რეალში" გადაბარგდა (2009 წელს). ბრაზილიელის მეზობლად ცხოვრობდნენ კრიშტიანო რონალდო, იკერ კასილიასი, ქარიმ ბენზემა, სერხიო რამოსი...
იმ სახლში ახლა "სამეფო კლუბის" უელსელი ახალწვეული გარეთ ბეილი ცხოვრობს, რომელიც კაკას ქირად თვეში 12 ათას ევროს უხდის.
ფრენკ ლემპარდი - 7 მლნ ევრო
ეს "ჩელსის" ლიდერის ერთ-ერთი სასახლეა და მასში 9 საძინებელი, 12 სააბაზანო, დახურული აუზია განთავსებული. ეზოს კი ნავსადგომიც აქვს.
სხვათა შორის, ინგლისელი ნახევარმცველი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, 2012 წელს უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მაშინ საზოგადოებამ ლემპარდი უსინდისო განზრახვისთვის გაკიცხა, რადგან გაცხადდა - ფრენკი ბარსელონაში მდებარე თავისი სახლიდან გამოსახლებას 100 წლის ბებიას უპირებსო.
კრიშტიანო რონალდო - 6 მლნ ევრო
"რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო იძულებული გახდა, "იუნაიტედში" თამაშის პერიოდში, მანჩესტერში შეძენილი სახლი გაეყიდა.
ფიქრობთ, რომ ფული გახდა გაყიდვის მიზეზი? სულაც არა. "რეალის" ვარსკვლავს პრობლემები მეზობლებთან შეექმნა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ფეხბურთელის ბინა გარშემო სახლების არქიტექტურული ანსამბლის ფონიდან ამოვარდნილი იყო.
კრიშტიანოც სწორედ მათთან შარს გაერიდა.
მარიო ბალოტელი - 5 მლნ ევრო
"მანჩესტერ სიტის" ექსფორვარდის სკანდალურ ინგლისურ ყოფას არამხოლოდ მოედნებზე ქცევა განაპირობებდა. 2011 წლის ნოემბერში თავდამსხმელმა გართობა ფოიერვერკებით მოინდომა და კინაღამ აპარტამენტები გადაბუგა.
ამ შემთხვევამ მარიო აიძულა, ახალი საცხოვრებელი მოეძებნა. ახალ სახლში ნივთების გადატანაში იტალიელმა მეგობრები დაიხმარა, რომლებიც მისმა ძველმა მეზობლებმა ქურდებად ჩათვალეს და პოლიცია გამოიძახეს...
ლიონელ მესი - 5 მლნ ევრო
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ყველა ღონეს ხმარობს, რათა შეუმჩნეველი იყოს და შესაბამისად, მისი ამჟამინდელი საცხოვრებლის შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი - აქვს სპა-სალონი, მინი-კინოთეატრი და დახურული საფეხბურთო მოედანი.
თუმცა, მესი საცხოვრებლის შეცვლას აპირებს. საფეხბურთო ბურთისა და მოედნის ფორმის მქონე სახლ-კარი ბარსელონას ელიტურ რაიონში შენდება, სადაც კატალონიური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი ცხოვრობს. სხვებთან ერთად, მესის მეზობლად კლუბსა და ნაკრებში პარტნიორი ხავიერ მასკერანოც ეყოლება.
ანდრეს ინიესტა - 4,6 მლნ დოლარი
ანდრეს ინიესტას სახლის პოვნა იოლია. ფასადზე მსხვილი ლათინური ასოებით წერია Iniesta და "6" - ესპანეთის ნაკრებში მის მაისურზე გამოსახული ნომერი.
სახლი სოფელ ფუენტეალბილიაში მდებარეობს - იქ, სადაც გაიზარდა "ბარსელონას" ვარსკვლავი.
ასევე იხილეთ:
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი ავტომობილები [PHOTO]