ყოფილი რუსი ფეხბურთელი ილია ციმბალარი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ოდესაში 44 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის "სპარტაკის" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ილია ციმბალარი. საფეხბურთო აგენტის, რომან ორეშჩუკის თქმით, სიკვდილის მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

ციმბალარი 1969 წლის 17 ივნისს ოდესაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც იქვე დაიწყო. ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელმა ადგილობრივ სკა-ში, "დინამოსა" და "ჩერნომორეცში" ითამაშა (101 მატჩი, 14 გოლი), 1992 წელს კი სამი მატჩი უკრაინის ნაკრებშიც ჩაატარა.

ამის შემდეგ ციმბალარი რუსეთში გადაბარგდა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც ითამაშა (28 მატჩი, 4 გოლი). სახელი ფეხბურთელმა მოსკოვის "სპარტაკსა" და "ლოკომოტივში" ასპარეზობის
პერიოდში გაითქვა. 90-იან წლებში, როდესაც "სპარტაკმა" 6-ჯერ მოიგო რუსეთის ჩემპიონატი და ევროთასებზეც სერიოზულ წარმატებას მიაღწია, ციმბალარი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.

მოთამაშის კარიერა ილიამ 2002 წელს "ანჟიში" დაასრულა, რის შემდეგაც ხელი მწვრთნელობას მიჰყო და რამდენიმე გუნდში ("ხიმკი", რიაზანის "სპარტაკი", "ნიჟნი ნოვგოროდი" და "შინიკი") იმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული