შეხვედრამ მასპინძლების სრული უპირატესობით ჩაიარა და სტუმართა განადგურებითაც დასრულდა. "ბილბაოს", "სოსიედადის", "სელტას", "ოსასუნასა" და "რეალის" ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ბასკებმა "სან მამეს ბარიაზე" შეკრებილი 27 ათასი გულშემატკივარი გაახარეს და მათ დაუვიწყარი სანახაობა
2-2 გოლი არიც ადურისმა და იმანოლ აგირეჩემ გაიტანეს. "რეალ სოსიედადის" ფორვარდმა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა სამამდე გაზარდა, ხოლო ადურისის ანგარიშზე უკვე 7 გოლია და ამ მაჩვენებლით ის ბასკეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე 6 გოლით ხულენ გერერო ლიდერობდა.
ფორვარდების გარდა, თითო ბურთი მარკელ სუსაეტას და "ოსასუნას" ნახევარმცველის, რობერტო ტორესის ანგარიშზეა. საბოლოოდ, 6:0.
ბასკებმა სამხრეთამერიკელი მეტოქე ზედიზედ მეორედ გაანადგურეს - შარშან, სან სებასტიანში ბოლივიამ ითამაშა და 1:6 წააგო.
ბასკეთი-პერუ 6:0
გოლები: 1:0 ადურისი (12), 2:0 რობერტო ტორესი (22), 3:0 ადურისი (40), 4:0 აგირეჩე (48), 5:0 აგირეჩე (52), 6:0 სუსაეტა (80)
ბასკეთი (4-2-3-1): ირაისოსი (53. სუბიკარაი) - ირაოლა (46. ოიერი), ანსოტეგი (46. ეკისა), ი. მარტინესი (46. სან ხოსე), აურტენეჩე (46. ბალენსიაგა) - იტურასპე (46. ილიარამენდი), ბენიატი (53. ბერგარა) - ჩაბი პრიეტო (46. სუსაეტა), დე მარკოსი (53. ტოკერო), რობერტო ტორესი (46. იბაი გომესი) - ადურისი (46. აგირეჩე)
პერუ (3-4-3) : დელგადო (46. პენი) - ვ. ვილჩესი (57. გამბეტა), რამოსი (46. მერინო), ბალბინი - კრუსადო, ო. ვილჩესი, ადვინკულა (83. რ. ფარფანი), იოტუნი - ბასანი (74. სესპედესი), ბენავენტე (86. აპარისიო), ჩავესი
მაყურებელი: 27 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"