1 360 - წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა მბაიე ნიანგმა პარასკევს. "მილანის" ნიჭიერმა ფორვარდმა, რომელიც იჯარით "მონპელიეში" გადავიდა, "როსონერის" რიგებში სერია A-ში გოლის გატანა 1 105 წუთის განმავლობაში ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ლიგა 1-ის მორიგ ტურში "მონაკოს" კარი დალაშქრა და საფრანგეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მსგავსი პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც
209 - ედ მოახერხა "ჩელსის" კარის "მშრალად" შენახვა პეტრ ჩეხმა და კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა. 31 წლის მეკარემ პეტერ ბონეტის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1959-79 წლებში "არისტოკრატთა" კარი ხელუხლებლად 208 მატჩის განმავლობაში დატოვა. ამ 209 შეხვედრიდან 150 "მშრალი" მატჩი პრემიერლიგაზე მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურნირის ყველა დროის რეკორდამდე, რომელიც დევიდ ჯეიმსს ეკუთვნის, ჩეხს 20 მატჩი აშორებს.
"ჰალთან" მოგებულ შეხვედრაში (2:0), ჩეხის გარდა, კიდევ ერთი იუბილარი იყო - ფერნანდო ტორესი გახდა მეოთხე ესპანელი ფეხბურთელი პეპე რეინას, მიკელ არტეტას და სესკ ფაბრეგასის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში 200 მატჩი ჩაატარა. ფორვარდმა ეს მოვლენა ღირსეულად აღნიშნა და თავი გოლითაც გამოიჩინა.
თუ ტორესს ბოლო დროს იშვიათად გააქვს, იმავეს ვერ ვიტყვით ლუის სუარესზე. ურუგვაელმა ჩემპიონატში თავისი 21-ე და 22-ე გოლები გაიტანა, "ლივერპულმა" კი "სტოკს" სტუმრად 5:3 მოუგო. სუარესი გახდა მხოლოდ მერვე ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ სეზონში მოახერხა 20-ზე მეტი ბურთის გატანა.
"სტოკმა" კი საკუთარ მოედანზე 5 გოლი 32-წლიანი პაუზის შემდეგ გაუშვა. ბოლოს "ბრიტანიაზე" ამდენი ბურთი 1982 წელს... "ლივერპულმა" გაიტანა, როდესაც მეტოქეს 5:1 მოუგო.
4 - გოლი "მილანის" კარში - სერია A-ს 85-წლიან ისტორიაში (იგულისხმება პროფესიონალური ეპოქა) მსგავსი რამ არავის ჰქონდა გაკეთებული. კვირას კი "სასუოლოს" ფორვარდი დომენიკო ბერარდი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ისტორია გადაწერა. 19 წლის, 5 თვის და 11 დღის ასაკში, ბერარდიმ "როსონერის" კარი 4-ჯერ აიღო და საკუთარ გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. გარდა ამისა, ბერარდი, ლეგენდარული სილვიო პიოლას (18 წლის, 23 დღის) შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში პოკერი შეასრულა.
"იუვენტუსის" საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა, რომლის ანგარიშზეც 14 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 11 გოლია, "მილანს" მარტომ მოუგო - "სასუოლოს" ორბურთიანი ჩამორჩენა (0:2) მეორე ტაიმის დებიუტში ორბურთიან უპირატესობად აქცია - 4:2. საბოლოოდ, "როსონერიმ" 4:3 წააგო და ბოლო 12 წელიწადში პირველად მოხდა ისე, რომ "მილანმა" თამაში 2:0-ის შემდეგ დათმო. შედეგად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს მასიმილიანო ალეგრის, რომელიც მიმდინარე სერია A-ს მეოთხე გათავისუფლებული მწვრთნელი გახდა.
3 - აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ - იაია ტურე ბოლო წლებია აფრიკის კონტინენტზე კონკურენციის გარეშეა. ივუარელამდე ზედიზედ სამჯერ ეს პრიზი მხოლოდ აბედი პელეს (1991-93) და სამუელ ეტო'ოს (2003-05) ჰქონდათ მოგებული.
აფრიკაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი მოჰამედ აბუთრიქამ მიიღო. ეგვიპტელისთვის ეს კარიერაში მეოთხე ჯილდოა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. წლის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელის პრიზი კი ნიგერიელ კელეჩი იჰეანაჩოს გადაეცა, რომელმაც 17-წლამდელთა მუნდიალზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ნიგერიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
2 - "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული კრიშტიანო რონალდოს მას შემდეგ, რაც ორშაბათს მან ლიონელ მესის და ფრანკ რიბერის აჯობა. "რეალის" ვარსკვლავი ამ პრიზის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პორტუგალიელი გახდა. ეუსებიოს და ლუიშ ფიგუს გადასწრების გარდა, 29 წლის ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ პირველ მოთამაშედ მოგვევლინა, რომელმაც "ოქროს ბურთი" 5-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო (ბრაზილიელმა 1997 და 2002 წლებში იმარჯვა).
გერმანიის ქალთა ნაკრების მეკარე ნადინ ანგერერი კი 35 წლის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ქალთა "ოქროს ბურთი" მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"