რუსეთის 2015 წლის ბიუჯეტი მუნდიალი 2018-ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
რუსეთის სპორტის მინისტრმა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ ქვეყნის 2015 წლის ბიუჯეტს ჯერჯერობით არ შეუძლია დააკმაყოფილოს საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნები.

"იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც საორგანიზაციო კომიტეტს აქვს, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ჯერჯერობით არ შეუძლია".

ვიტალი მუტკომ დასძინა, რომ საქმე არ მისულა ისეთ მწვავე პრობლემებამდე, რომელთა გადასაჭრელად ხელისუფლების ჩარევა იქნებოდა საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული