ადრე იტყობინებოდნენ, რომ "დორტმუნდი" მზად არის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოეთხოვოს. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა სწორედ ამ თანხის გადახდას აპირებს.
წლევანდელ სეზონში 26 წლის ჰუმელსმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
* * *
"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ გერმანიის ჩემპიონატში ცუდი გამოსვლის მიუხედავად, გუნდი მსხვერპლად არ შესწირავს ჩემპიონთა ლიგას ბუნდესლიგაში სიტუაციის გამოსწორებას.
"შესაძლოა, იოლი ყოფილიყო ყველაფერი, ამ მომენტისთვის გამოვარდნილი რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგიდან, - მოჰყავს "ბილდს" ვატცკეს სიტყვები. - მაგრამ ეს არასამართლიანი იქნებოდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირისა და გერმანული ფეხბურთის მიმართ".
* * *
ამასობაში, "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს ფორვარდ ჩირო იმობილეს გაყიდვას.
იტყობინებიან, რომ გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა, შესაძლოა, იტალიელი ზაფხულში გაუშვას, მაგრამ თავად "დორტმუნდის" სამწვრთნელო შტაბი ჯიუტად იმეორებს, რომ 24 წლის იმობილე გუნდში დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"