ერაყში 13 მოზარდი ფეხბურთის ყურების გამო მოკლეს

AutoSharing Option
ერაყის ქალაქ მოსულში, რომელსაც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს, მასობრივი მკვლელობა მოხდა.

ბოევიკებმა 13 მოზარდი მოკლეს იმის გამო, რომ მათ აზიის თასზე ერაყისა და იორდანიის (1:0) ნაკრების მატჩს უყურეს, - იტყობინება International Business Times-ი.

მოზარდების მკვლელობამდე ბოევიკებმა მოსულის ქუჩებზე მათი დასჯის მიზეზი გააჟღერეს.

წყაროს ცნობით, დახოცილთა ცხედრები კვლავ მიწაზეა განლაგებული, რადგან მათ მშობლებს ცხედრებთან მიახლოების ეშინიათ.

"ისლამური სახელმწიფოს" ინტერპრეტაციაში ფეხბურთი ბოროტებაა, რომელიც დასავლეთში მოიფიქრეს მუსულმანი ახალგაზრდობის შეცდომაში შესაყვანად.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა რა უნდა ითამაშონ?ნარდი?
kola
16:24 21-01-2015
0
... როგორ არ უნდა ინატრო ამათი ამოწყვეტა ტო? მოდი და ამის მერე არ იყო რასისტი ესეთი უჯიშოების მიმართ
emre
16:05 21-01-2015
0

სიახლეები პოპულარული