აღსანიშნავია, რომ ტრანსფერების ჯამურმა თანხამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
AFP-ის ცნობით, ისტორიაში პირველად, კლუბებმა ტრანსფერებზე 3.6 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც 100 მილიონით ბევრია, ვიდრე წინა წელს.
გასულ წელს კლუბი 13 090-მა ფეხბურთელმა შეიცვალა. ყველაზე დიდ ბაზრად კვლავ ევროპა რჩება, სადაც საერთო თანხის 87 პროცენტი დაიხარჯა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მილიარდ ევროზე მეტი მხოლოდ ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს.