უეფა თანახმაა, მუნდიალი 2022-ის ფინალი 23 დეკემბერს გაიმართოს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის 23 დეკემბერს გამართვის იდეას უეფაც ეთანხმება. ამის შესახებ ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა.

"უეფაც და თითქმის ყველა კონფედერაცია ემხრობა ყატარის მუნდიალის ფინალის 23 დეკემბერს გამართვის იდეას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა.

ამ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატი 26 ნოემბერს დაიწყება, მთლიანად ტურნირი კი, ჩვეულებრივთან შედარებით, 4 დღით ხანმოკლე გამოვა", - აქვეყნებს ვალკეს ნათქვამს USA Today.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯიმ ბოისმა მუნდიალის ფინალური მატჩის 23 დეკემბერს გამართვის იდეა გააკრიტიკა, თარიღის კათოლიკურ შობასთან სიახლოვის
გამო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული