თურქული და ბერძნული კვიპროსი ერთ ნაკრებში გაერთიანდება

AutoSharing Option
თურქულ-კვიპროსულმა ფეხბურთის ასოციაციამ კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

ბოლო 60 წლის განმავლობაში კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციაში მხოლოდ კვიპროსელი ბერძნები შედიოდნენ. იტყობინებიან, რომ თავდაპირველად კვიპროსელ თურქებს თავიანთი წესდების კფა-ს წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანა დასჭირდებათ, რასაც დაახლოებით 40 დღე დასჭირდება.

რაც შეეხება კვიპროსის განახლებულ ნაკრებს, გუნდში კვიპროსელ თურქებს გამოსვლა ოფიციალურ მატჩებში დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეეძლებათ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით კომენტარი ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გააკეთა.

"მნიშვნელოვანი სიახლეა! დაყოფის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კვიპროსის ორი ნაწილი ფეხბურთმა კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის ეგიდით გააერთიანა. ფეხბურთი კვლავაც იძლევა
ადამიანების გაერთიანების მაგალითს", - დაწერა ბლატერმა თავის "ტვიტერზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული