ფიფას კონგრესი, სადაც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, ციურიხში, არენა "ჰალენშტადიონზე" მიმდინარეობს. კანდიდატი ორია - მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალი ჰუსეინი.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მივიღეთ ბომბის გააქტიურების შესახებ მუქარის შეტყობინება", - განაცხადეს ციურიხის პოლიციაში.
მოგვიანებით ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ გამოაცხადა, რომ ბომბის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა და კონგრესს მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეუძლია.