ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"): ძალიან კარგი მეკარე, ერთ-ერთი საუკეთესო თავის ეპოქაში. მას ჩინებული პიროვნული თვისებები აქვს, რაც ასევე დაეხმარა, კარგი მეკარე გამხდარიყო. ძალიან კარგად ეხმარება თავისი გუნდის დაცვას.
მაურო ტასოტი ("მილანი"): მარჯვენა ფლანგზე იქნება ტასოტი, რომელიც მხოლოდ კარგი მცველი არ ყოფილა. მას უყვარდა წინ წასვლა და ფორვარდების პასებით მომარაგება.
ალესანდრო კოსტაკურტა ("მილანი"): ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომელიც "მილანში" მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა. მისი გავლა ძალიან რთული
ფრანკო ბარეზი ("მილანი"): მას დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში; აგრეთვე, ბურთის ამოტანა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.
პაოლო მალდინი ("მილანი"): მე ის მარცხენა ფლანგზე დავაყენე, თუმცა ნებისმიერ ადგილზე კარგი იყო. შეეძლო წინ წასვლა და გოლების შექმნა.
ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"): ჩავისთან ერთად, ეხმარებოდა "ბარსელონას" ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე დომინირებაში.
ჩავი ("ბარსელონა"): ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ისტორიაში. მისმა ოსტატობამ "ბარსელონას" ბევრი ტიტული მოუტანა.
ზინედინ ზიდანი ("იუვენტუსი", "რეალი"): ის შუა ხაზის გენერალი იყო. მისი ტექნიკა, ფინტები, პასები მრავალი ლამაზი გოლის გარანტია იყო.
ლიონელ მესი ("ბარსელონა"): ის ამ გუნდის ვარსკვლავია და აბსოლუტურად საუკეთესო ბოლო 20 წელიწადში. მესი, უბრალოდ, ფანტასტიკურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ არის ყველა დროის საუკეთესო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგია.
რონალდინიო ("ბარსელონა", "მილანი"): "ბარსელონაში" და შემდეგ "მილანში" ის დიდი ვარსკვლავი იყო. შექმნა ბევრი გოლი თავისი დრიბლინგისა და პასის კულტურის ხარჯზე; ასევე, ბევრი გაიტანა ბრწყინვალე საჯარიმოებით.
რონალდო ("ბარსელონა", "ინტერი", "რეალი"): პირველი რონალდო და არა კრიშტიანო. თუ დავბრუნდებით 90-იან წლებში, მან ბევრი გააკეთა "ბარსელონასთვის", შემდეგ კი "ინტერისა" და "რეალისთვის". გაიტანა ძალიან ბევრი გოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"