შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, ყატარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. "ისტერ როუდზე" გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე მეტ რიტჩიმ გაიტანა.
საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა "ამსტერდამ არენაზე", სადაც ჰოლანდის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
გუს ჰიდინკის გუნდი კლას-იან ჰუნტელაარის გოლით 27-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა 33-ე წუთზე გიასი ზარდემ
მაგრამ დარჩენილ დროში ამერიკელებმა კიდევ სამჯერ აიღეს იასპერ სილესენის კარი. ერთი-მეორის მიყოლებით ჯონ ენტონი ბრუკსმა (70), დენიელ უილიამსმა (89) და ბობი ვუდმა (90) გაიტანეს.
რაც შეეხება სხვა მატჩებს, ჩილეს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით სალვადორს მოუგო, ხოლო უნგრეთმა ლიტვა გაანადგურა - 4:0.