ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 15 ივლისი

AutoSharing Option
13:28 როგორც ჩანს, სერხიო რამოსისა და დავიდ დე ხეას გაცვლა არ შედგება, "რეალი" უარზეა.

13:36 პორტუგალიური "რეკორდი" წერს, რომ "სპორტინგი" მოსკოვის "დინამოსგან" დუგლასს 2 მილიონ ევროდ იყიდის. თუმცა მოსალაპარაკებელია პირადი კონტრაქტის დეტალები - მცველი წელიწადში 1,7 მილიონ ევროს ითხოვს და ზედ მილიონს, რომ გადასვლას დათანხმდეს. ეს კი "სპორტინგს" ებევრება.

13:43 ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი სანდეი ოლისე ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

13:49 დამიენ დაფი ოფიციალურად გახდა "შემროკ როვერსის" ფეხბურთელი. ის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს.

13:
56
რობინ ვან პერსი "ფენერბაჰჩეში" თითქმის 5 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. ამას დაემატება ბონუსები ყოველ წარმატებულ მატჩზე.

14:03 "ტელეგრაფის" ცნობით, "ლივერპული" "ასტონ ვილას" კრისტიან ბენტეკეს ყიდვას ეშურება, ბირმინგელები მასში 32,5 მილიონ გირვანქას ითხოვენ.

14:10 ჟურნალისტი სკოტ უილსონი "თვითერზე" წერს, რომ ნიკო ლომბერტსის ტრანსფერი "სანდერლენდში" ჩაიშალა. ბელგიელმა ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება.

14:17 იორდი კლასის ტრანსფერი "საუთჰემპტონში" შემდგარია. De Telegraaf-ი წერს, რომ "წმინდანები" "ფეიენოორდს" 13,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. თავად ფეხბურთელი კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი 2,5 მილიონი ევრო იქნება.

14:42 პედროსთვის ბრძოლაში "ლივერპულიც" ჩაერთო.

14:49 ჯერმეინ ლენსმა კიევის "დინამო" დატოვა და ინგლისში ჩაფრინდა "სანდერლენდთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

14:55 TASS-ის ინფორმაციით, ფაბიო კაპელომ 2017 და 2018 წლების ხელფასზე უარი თქვა და 6 მილიონი ევროს კომპენსაციით დაკმაყოფილდა.

15:01 ლომბერტსმა უარყო, თითქოს, ჩააგდო სამედიცინო შემოწმება "სანდერლენდში", - "თავად ვთქვი უარი ამ ტრანსფერზე", - განუცხადა მან ბელგიურ მედიას.

15:17 "გონსალო იგუაინი "ნაპოლიში" რჩება, ეს ნაღდია, ყველა დანარჩენი ჭორია", - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.

15:23 სანამ "ლივერპული" ფიქრობს, Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ბენტეკეს სანაცვლოდ 32,5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

15:31 "სქაი სპორტსის" თქმით, "ბაიერნს", ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ, "მანჩესტერ იუნაიტედი" 35 მილიონ გირვანქას სთავაზობს.

15:35 "იუვენტუსმა" სამი ხედირას პრეზენტაცია მოაწყო.

15:40 "მარკას" ინფორმაციით, "რეალს" სერხიო რომერო აინტერესებს. არგენტინელმა მეკარემ მას მერე შეაჩერა მოლაპარაკება "რომასთან", რაც მადრიდიდან დაურეკეს.

15:50 დორტმუნდის "ბორუსიას" არ სურს მეკარე რომან ვაიდენფელერის გაშვება.

15:55 ყველასთვის მოულოდნელად, "რივერ პლეიტის" 35 წლის ვარსკვლავმა პაბლო აიმარმა ფეხბურთს თავი დაანება. მიზეზი ქრონიკული ტრავმაა.

16:02 "ბარსელონა" ისევ მზადაა, პოლ პოგბა იყიდოს, მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსი" მას 80 მილიონ ევროდ არ ყიდის. "მე არ ვფიქრობ სხვა კლუბების ფეხბურთელებზე, მაგრამ პოგბა ჩვენ მართლა გვაინტერესებს", - ასეთი უცნაური იყო "ბარსას" თავკაც ლუის ენრიკეს კომენტარი.

16:32 "ვალენსიას" მცველი შკოდრან მუსტაფი "რეალს" აინტერესებს.

17:04 ტანკრედი პალმერი წერს "თვითერზე", რომ "ლივერპული" ჩილელ გარი მედელს ეკონტაქტება.

17:18 "ბილდმა" გვაუწყა, რომ მემფის დეპაისთვის ბრძოლაში "მანჩესტერს" "ბაიერნისთვის" მოუგია.

17:32 "ფრანს ფუტბოლი" ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ სიტი" "მონაკოს" ფაბინიოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის.

17:40 მაქსი პერეირამ ოფიციალურად გამოიცვალა ერთი პორტუგალიური გრანდი მეორით - "ბენფიკადან" "პორტუში" გადავიდა.

17:55 "ბილბაომ" ახალი წინადადებით მიმართა "არსენალს", ნაჩო მონრეალში 10 მილიონ ევროს იძლევა.

18:09 იმ შემთხვევაში, თუ ედინ ჯეკოს "სიტი" "რომაში" გაყიდის, ბოსნიელი მანჩესტერულ კლუბს, კომპენსაციის სახით, 3 მილიონ ფუნტს მოსთხოვს.

18:15 ოფიციალურია - "ვალენსიამ" "ბრაგადან" იჯარით 19 წლის ნახევარმცველი დანილუ ბარბოზა აიყვანა.

18:21 RTBF წერს, რომ აქსელ ვიტსელის ტრანსფერის განხორციელებისთვის რომან აბრამოვიჩი პირადად ჩავა სანკტ-პეტერბურგში.

18:28 "ვესტ ჰემს" ხავიერ ერნანდესის შეძენა სურს.

19:05 რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სტანისლავ ჩერჩესოვია.

19:50 La Gazzetta Dello Sport: "რომა" "ბარსელონას" ხავიერ მასკერანოს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად არგენტინელი კი 4 წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს.

20:13 ალბერტო აკვილანი ამერიკაში მიდის სათამაშოდ. მან 2-წლიანი კონტრაქტი "მონრეალ იმპაქტთან" გააფორმა.

20:20 "ვალენსია" ნიკოლას ოტამენდის შემცვლელს ეძებს. არგენტინელს აღარ სურს "ვალენსიაში" თამაში.

20:36 "მაინცმა" გამოაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების მეკარე სტეფანოს კაპინო "ოლიმპიაკოსში" გადავიდა. უფრო რეალური ხდება გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონში".

20:58 სტეფან სავიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" აინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული