კმარა კორუფცია, კმარა ქურდობა! - დიეგო მარადონა ფიფას პრეზიდენტობას აპირებს

AutoSharing Option
არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ დაადასტურა თავისი სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ფიფას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში.

ამის შესახებ მარადონა პორტალ El Pibe de Oro-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"მე დავბრუნდები ფიფაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხალხის გამო, სადაც მომცეს სამუშაო და კიდევ ბევრი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი (მარადონა ამ ქვეყნის კლუბ "ალ-ვასლს" 2011-12 წლებში წვრთნიდა); მე დავბრუნდები ჩემი ოჯახის გამო, რომელმაც ჩემი გულისთვის ძალიან ბევრი გადაიტანა.

მე დავბრუნდები არა შურისძიების წყურვილით, არამედ ფეხბურთში ცვლილებების განხორციელებაზე ფიქრით, რომელიც ერთნაირად უნდა მოხდეს როგორც არგენტინის პროვინცია
სანტიაგო-დელ-ესტეროში, ისე - აფრიკაში.

კმარა კორუფცია, კმარა ქურდობა!"

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ფიფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ივნისში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რასაც წინ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ისტორიაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალი უძღვოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული