ჩხუბის შედეგად ორმა რუსმა გულშემატკივარმა დანით ჭრილობები ფეხისა და თავის არეში მიიღო.
შეტაკება 4 ნოემბერს სტამბულში, ტაკსიმის მოედანზე მოხდა. დაზარალებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი გაუშვეს.
"ბეშიქთაში"-"ლოკომოტივის" შეხვედრა 5 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.