მიშელ პლატინის და იოზეფ ბლატერს ფეხბურთიდან 6-წლიანი მოკვეთა ემუქრებათ

AutoSharing Option
უეფას და ფიფას პრეზიდენტები, მიშელ პლატინი და იოზეფ ბლატერი შესაძლოა საფეხბურთო სამყაროდან 6 წლით მოიკვეთონ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფიფას ეთიკის კომიტეტის თავკაცი ჰანს-იოაჰიმ ეკერტი ავრცელებს.

"90 დღით ჩამოშორება მათვის მცირე შოკი იყო. ყველაფრის გარკვევას შობისთვის ვეცდებით, რომ არჩევნებისთვის უკვე ნათელი სურათი გვქონდეს. ის მოგვცემს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სასჯელი", - განაცხადა ფიფას ეთიკის კომიტეტის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ბლატერიც და პლატინიც იმ საქმეში ფიგურირებენ, რომელიც შვეიცარიის პროკურატურამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით აღძრა.

ასევე იხილეთ:
ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერსა და
პლატინის უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული