საუკეთესო მეკარეები ჯანლუიჯი ბუფონის აზრით

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა, 37 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა კოლეგების შესახებ ისაუბრა და სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული მეკარეები დაასახელა.

ჯიჯიმ კომენტარი "იუვენტუსი"-"მილანის" მატჩის შემდეგ გააკეთა და "როსონერის" 16 წლის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა შეაქო:

"დონარუმამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ვფიქრობ, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

იტალიაში ყოველთვის მოდიოდნენ ნიჭიერი მეკარეები და ჯიჯი ამის ნათელი მაგალითია. ვის მივიჩნევ ყველა დროის საუკეთესო მეკარედ? - ხალხი ყოველთვის ლაპარაკობს ზამორას, იაშინის, მეიერის, ბენქსის და ძოფის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მათი თამაშები ცოცხლად არ მინახავს,
ფრაგმენტებით კი რთულია დასკვნების გაკეთება.

ამიტომ გამიჭირდება რომელიმე კონკრეტული მეკარის საუკეთესოდ დასახელება. რაც შეეხება მომდევნო თაობების მეკარეებს, აქ უფრო თამამად შემიძლია საუბარი - 90-იანი წლებიდან ოთხ მეკარეს გამოვარჩევდი: ვალტერ ძენგას, ანდონი სუბისარეტას, პიტერ შმეიხელსა და ჯანლუკა პალიუკას.

მართლაც საოცარი მეკარეები იყვნენ, რომელთა თამაში არასდროს დამავიწყდება. ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო მეკარე იკერ კასილიასია, თუმცა არც პეტრ ჩეხს დაეწუნება რამე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი თაობის მეკარეები წამოვიდნენ და ჩვენთვის, ვეტერანებისთვის მათთან კონკურენცია უკვე ძალიან რთულია.

მაგალითად, ბოლო ორი-სამი სეზონია, მანუელ ნოიერი შეუდარებელია და თანაბრად კარგად თამაშობს როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველოს ყოველთვის ბრწყინვალე მეკარეები ჰყავდა. ჩემი მახსოვრობიდან გამომდინარე საქართველოს ნომერ პირველ მაკარედ მივიჩნევ ვლადიმერ მარღანიას. მეორე მეკარედ, შეუდარებელ სერგო კოტრიკაძეს. მესამე მეკარედ, ანზორ კავაზაშვილს, რომელიც დინამოდან ამოაგდო სერგო კოტრიკაძემ და მოსკოვის ტორპედოში გადასვლის შემდეგ, გახდა საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი მეკარე. ასევე დავასახელებდი გაბელიას და გოგიას. ოთარი შესანიშნავი იყო. დღევანდელი მეკარეები ფეხბურთის თეორიის უცოდინრები არიან, კლასზე რომ არაფერი ვთქვათ.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
17:20 19-09-2019
0
რა ყველგან ირონიზირება გეჩვენებათ ძალიან სხვაგან წახვედით. რაც შეეხება გაბელიას გამიხარდა აქ მაინც რომ გაიხსენეთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული