იკერ კასილასს აშშ-ში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
პორტუგალიური "პორტოს" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე იკერ კასილასი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, აშშ-ში გადაბარგდეს. 34 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "ნიუ-იორკ სიტი" იჩენს.

აღნიშნულ ინფორმაციას elEconomista ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბი, რომლის რიგებშიც დავიდ ვილა, ფრენკ ლამპარდი და ანდრეა პირლო თამაშობენ, კასილასს საკმაოდ სარფიან კონტრაქტს სთავაზობს. კასილასის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლება იმ ფეხბურთელებმაც იქონიონ, ვისთანაც წლების მანძილზე მეკარეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, დღეს კი ისინი "ნიუ-იორკ სიტის" ღირსებას იცავენ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე "პორტოში" 2015 წლის ივლისში გადაბარგდა. მისი კონტრაქტი
პორტუგალიურ გუნდთან 2017 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული