ინგლისი
- "რომას" ფორვარდმა სეიდუ დუმბიამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "ნიუკასლთან" გააფორმა კონტრაქტი. თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე ითამაშებს ინგლისში. სეზონის პირველი ნაწილი დუმბიამ იჯარით ცსკა-ში გაატარა და 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა.- "ვესტ ჰემმა" წარადგინა ფორვარდი ემანუელ ემენიკე. 26 წლის ნიგერიელი "ფენერბაჰჩედან" სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს.
- "ვესტ ბრომვიჩში" იჯარით გადავიდა "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ალექს პრიტჩარდი.
- ეიდენ მაკგიდი "ევერტონიდან" იჯარით გაუშვეს ჩემპიონშიფის გუნდ "შეფილდ უენსდიში".
- პრემიერლიგაში დაბრუნდა "ქუინზ პარკის" ფეხბურთელი რობ გრინი. ის "კრისტალ პალასში" ითამაშებს.
- "უოტფორდი" მოელაპარაკა "რენს" ნახევარმცველი აბდულაინ დუკურეს ტრანსფერზე, რომლის ანგარიშზე ლიგა 1-ში 2 გოლი და 2 საგოლე პასია (16 მატჩში). ტრანსფერის თანხა 8 მილიონი ფუნტია.
- "გრანადას" 18 წლის ფორვარდი ადალბერტო პენიარანდა "უოტფორდის" ახალწვეული გახდა. კოლუმბიელთან კონტრაქტი 4.5 წელი იქნება ძალაში.
- ლისაბონის "სპორტინგისა" და მაროკოს ნაკრების გარემარბი ზაკარია ლაბიადი "ფულჰემში" გადავიდა იჯარის წესით.
- უმარ ნიასი "ევერტონის" ახალი ფეხბურთელი გახდა. მოსკოვის "ლოკომოტივმა" ფოვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
- იაია სანოგო "არსენალიდან" "ჩარლტონში" იჯარით გადავიდა.
ესპანეთი
- მადრიდის "რეალის" რუსი ფეხბურთელი დენის ჩერიშევი "ვალენსიაში" გადავიდა.- "ბეტისმა" გამოაცხადა სეზონის ბოლომდე "ბარსელონას" მცველის, მარტინ მონტოიას იჯარის შესახებ. მონტოიამ სეზონის პირველ ნაწილში მილანის "ინტერში" ითამაშა, თუმცა მხოლოდ 4 მატჩში მოუწია გამოსვლა.
- ატლეტიკოს" მცველი გილერმე სიკეირა "ვალენსიას" ფეხბურთელი გახდა, ოღონდ მხოლოდ ნახევარი წლით.
- "ტოტენჰემის" მცველი ფედერიკო ფასიო "სევილიაში" დაბრუნდა. იჯარის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა ძალაში, - წერს ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. არგენტინელი გასულ ზაფხულს გადავიდა ინგლისში, მაგრამ "ტოტენჰემის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.
- "ეიბარმა" სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა "ნაპოლის" ნახევარმცველი იოსიპ რადოშევიჩი. სეზონის პირველი ნაწილი ხორვატმა "რიეკაში" გაატარა და 19 მატჩში ერთი გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება შეძლო.
- იონ ანსოტეგი "ეიბარს" შეუერთდა. ჩემპიონატის პირველი ნაწილი მან "რეალ სოსიედადში" გაატარა.
გერმანია
- "ბაიერნმა" "სპარტაკიდან" იჯარით აიყვანა სერდარ ტასკი. გერმანულ გრანდს ეს გარიგება 2.5 მილიონი ევრო დაუჯდა. თუ მიუნხენელები გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გამოსყიდვას მოისურვებენ, 10 მილიონის გადახდა მოუწევთ. როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი უკავშირდება ჯერომ ბოატენგისა და ხავი მარტინესის ტრავმებს.- მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ფორვარდი იოსიპ დრმიჩი სეზონის დარჩენილ ნაწილს "ჰამბურგში" გაატარებს. მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
- "ჰანოვერის" რიგები შეავსო შვედეთის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსანდრ მილოშევიჩმა. ფეხბურთელის ბოლო კლუბი იყო "ბეშიქთაში", რომლის რიგებში ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. "ჰანოვერმა" სკანდინავიელი იჯარით მიიღო.
- "ჰამბურგმა" გაიფორმა ფორვარდი ნაბილ ბაუი. ადრე ის საუდის არაბეთში თამაშობდა, ეროვნებით კი შვედია.
- გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კაკაუმ ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა "შტუტგარტთან", თუმცა ის მეორე გუნდში ითამაშებს იმისთვის, რომ "შვაბებმა" მესამე ბუნდესლიგაში გავარდნა აიცილონ თავიდან.
- "ტოტენჰემის" მცველი მილოშ ველკოვიჩი "ვერდერში" ითამაშებს. ამ სეზონში 20 წლის სერბმა 13 მატჩი ჩაატარა ახალგაზრდულ გუნდში და ერთი გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. კონტრაქტი 3.5-წლიანია.
- ავსტრალიელი რობი კრუსი "ლევერკუზენში" ბრუნდება, საიდანაც ზაფხულში "შტუტგარტში" გადავიდა, მაგრამ "შვაბებში" მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
- "შტუტგარტმა" წარადგინა მცველი ფედერიკო ბარბა. "ემპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გერმანიაში ამ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
- ფორვარდი ალფრედ ფინბოგასონი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "სოსიედადთან" ერთად ითამაშა, "აუგსბურგში" გადავიდა. იჯარა სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.
იტალია
- "რომამ" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ერთ მილიონ ევროდ "ჯენოადან" შეიძინა დიეგო პეროტი. ლაპარაკია ნახევარწლიან იჯარაზე.- "მილანისა" და "ტრაბზონის" 28 წლის ყოფილი მცველი კევინ კონსტანი კარიერას "ბოლონიაში" გააგრძელებს. გვინეის ნაკრების ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი "0.5+2" სქემით.
- "სამპდორიამ" 2018 წლის ზაფხულამდე გაიფორმა ფორვარდი ფაბიო კვალიარელა. "ტორინოს" ფეხბურთელის ტრანსფერი 2.8 მილიონი ევრო დაჯდა. ამ სეზონში 33 წლის იტალიელმა 18 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, რასაც 3 საგოლე პასი დაუმატა.
- "ტორინომ" კვალიარელა "სამპდორიას" დაუთმო, თუმცა მალე იპოვა მისი შემცვლელი "რივერ პლეიტის" 19 წლის თავდამსხმელის, ლუკას ბოიეს სახით. ფორვარდი იტალიურ კლუბს მხოლოდ ივლისში შეუერთდება.
- "ვერონამ" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა იჯარის წესით "ტულუზას" ფორვარდის, დომინიკ ფურმანის აყვანის შესახებ. სეზონის პირველი ნახევარი ფეხბურთელმა ასევე იჯარით "ლეგიაში" გაატარა.
- "მილანის" მფლობელობაში მყოფი სიმონე ვერდი იჯარით "კარპიში" გადავიდა. ფორვარდს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია "როსონერის" რიგებში.
- ანდრია ბალიჩი "ჰაიდუკიდან" "უდინეზეში" გადაბარგდა. 18 წლის ფეხბურთელთან 2020 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული კონტრაქტი. "ჰაიდუკმა" ამ ტრანსფერისთვის 4 მილიონი ევრო მიიღო.
- "ლაციომ" ხორვატიის ნაკრების მეკარე ივან ვარგიჩი აიყვანა "რიეკადან".
- ბრაზილიელი მცველი ჟილბერტო ჟუნიორი იჯარით "ვერონაში" გადავიდა. 22 წლის ფეხბურთელი "ფიორენტინას" ეკუთვნის, რომლის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა სერია A-ში.
- ტიმ მატავჟი ტოვებს "აუგსბურგს" და "ჯენოაში" გააგრძელებს სეზონს.
- ვასკო რეჯინი "სამპდორიადან" "ნაპოლიში" აღმოჩნდა. 25 წლის მცველი სერია A-ს ლიდერის რიგებში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე იქნება.
საფრანგეთი
- მატიო დებუშიმ ევრო 2016-ისთვის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "არსენალი" დატოვა და ნახევარი წლით "ბორდოში" გადავიდა.- სტივენ ფლეტჩერი "სანდერლენდიდან" "მარსელში" გადავიდა.
- "მონაკომ" ოფიციალურად წარადგინა "ატლეტიკო მინეიროს" ფორვარდი ჟემერსონი. კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
- პორტუგალიელი ფორვარდი ედერი უახლოეს ხუთ თვეს "ლილში" იჯარით ითამაშებს. ფეხბურთელი ინგლისის "სუონსის" ეკუთვნის, რომლის რიგებშიც პორტუგალიის ნაკრების მოთამაშე იშვიათად ჩნდებოდა.
- "რეიმსმა" გამოაცხადა "პალერმოს" ნახევარმცველის, აბდელჰამიდ ელ-კაუტარის იჯარის შესახებ. ფრანგმა ამ სეზონში იტალიურ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
სხვადასხვა
- ნაიჯელ დე იონგი "მილანის" ფეხბურთელი აღარ არის, - ადასტურებს იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი. 2018 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა და ჰოლანდიელი MLS-ში, კერძოდ კი, "ლოს ანჯელეს გელაქსიში" გადადის სათამაშოდ, სადაც რობი კინსა და სტივენ ჯერარდს შეუერთდება.- შვეიცარიის "სიონში" გადავიდა ბერძენი ფორვარდი ტეოფანის გეკასი, რომელიც მანამდე თურქეთში თამაშობდა.
- მოსკოვის "დინამოს" მცველი ალექსანდრ ბიუტნერი იჯარით "ანდერლეხტში" გადაბარგდა.
- ლისაბონის "სპორტინგმა" ჩინური "ტიანძინიდან" შეიძინა ფორვარდი ბარკოსი. 31 წლის არგეტინელმა პორტუგალიელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბარსოკის ფასია 1.5 მილიონი ევრო.
- "ბეშიქთაშმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა - "ჰანოვერიდან" მცველი მარსელო, ხოლო "სპარტაკიდან" არაზ ოზბილიზი. პირველის შემთხვევაში იჯარის წესი მოქმედებს, ოზბილისი კი 1.3 მილიონ ევროდ შეიძინეს.
- "სელტიკმა" "ფეიენოორდის" ფოვარდი კოლინ კაზიმ-რიჩარდსი გადაიბირა. თურქმა გაწყვიტა კონტრაქტი ჰოლანდიურ გუნდთან და შოტლანდიელებთან 3.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
- გარდა ამისა, "სელტიკმა" ნახევარი წლით იჯარით აიყვანა "მანჩესტერ სიტიდან" ნახევარმცველი პატრიკ რობერტსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"