კოპა ამერიკა. A ჯგუფი: აშშ-მა მოიგო, კოლუმბიამ პლეი ოფი გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 8 ივნისს, გამთენიისას, აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა აშშ-ის ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა, რომელმაც კოსტა რიკის ეროვნული გუნდი დაამარცხა - 4:0, ხოლო კოლუმბიამ პარაგვაის სძლია - 2:1.

ჩიკაგოში გამართულ მატჩში მასპინძლებმა კოსტარიკელთა რბევა მე-9 წუთიდან, კლინტ დემპსის ზუსტი 11-მეტრიანით დაიწყეს. ამის შემდეგ დემპსმა ასისტენტობას მიჰყო ხელი - 37-ე წუთზე ჯერმეინ ჯონსს გაატანინა, 42-ე წუთზე კი - ბობი ვუდს. საბოლოო ანგარიში გრემ ზუსიმ 87-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება ჯგუფის მეორე შეხვედრას, პასადენაში კოლუმბიელებმა ორბურთიანი უპარატესობა კარლოს ბაკასა (12) და ხამეს როდრიგესის (30) გოლებით პირველსავე ტაიმში მოიპოვეს. პარაგვაის ნაკრებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 71-ე წუთზე ვიქტორ აიალამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 81-ე წუთზე პარაგვაელებს ოსკარ რომერო გაუძევეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

A ჯგუფს 6 ქულით კოლუმბია ლიდერობს, რომელმაც ჯგუფში პირველობა და ტურნირის 1/4-ფინალში თამაში გაინაღდა. 3 ქულა აქვს აშშ-ს, ხოლო კოსტა რიკასა და პარაგვაის - თითო ქულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული