ბოლო ტურის შედეგად გამოვლინენ პირველი მეოთხედფინალისტები.
აშშ-მ მინიმალური ანგარიშით სძლია პარაგვაის. ერთადერთი გოლის ავტორი 28-ე წუთზე კლინტ დემპსი გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ აშშ-ს 6 ქულა დაუგროვდა. ჯგუფში პირველი ადგილით ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსტა რიკა კოლუმბიას ანგარიშით 3:2 მოუგო, თუმცა ეს კოსტარიკელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე კოლუმბია გავიდა, რომელსაც აქამდე ორი გამარჯვება ჰქონდა.
ანგარიში მე-2 წუთზე იოჰან ვენეგასმა გახსა, 4 წუთში ფრანკ
მაშ ასე, კოპა ამერიკა 2016-ის პირველი ნახევარფინალისტები აშშ და კოლუმბია გახდნენ.
13 ივნისს გამთენიისას B ჯგუფის ორი მატჩი გაიმართება. ეკვადოი ჰაიტის შეხვდება, ხოლო ბრაზილია პერუს.