კოპა ამერიკა 2016: პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობა ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
12 ივნისს კოპა ამერიკა 2016-ის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

ბოლო ტურის შედეგად გამოვლინენ პირველი მეოთხედფინალისტები.

აშშ-მ მინიმალური ანგარიშით სძლია პარაგვაის. ერთადერთი გოლის ავტორი 28-ე წუთზე კლინტ დემპსი გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ აშშ-ს 6 ქულა დაუგროვდა. ჯგუფში პირველი ადგილით ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსტა რიკა კოლუმბიას ანგარიშით 3:2 მოუგო, თუმცა ეს კოსტარიკელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე კოლუმბია გავიდა, რომელსაც აქამდე ორი გამარჯვება ჰქონდა.

ანგარიში მე-2 წუთზე იოჰან ვენეგასმა გახსა, 4 წუთში ფრანკ
ფაბრამ გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე ფაბრამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. 58-ე წუთზე სელსო ბორგესმა კოსტა რიკის უპირატასობა ორამდე გაზარდა. კოლუმბიამ ერთი ბურთის გაქვითვა 78-ე წუთზე მარლოს მორენოს გოლით შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაშ ასე, კოპა ამერიკა 2016-ის პირველი ნახევარფინალისტები აშშ და კოლუმბია გახდნენ.

13 ივნისს გამთენიისას B ჯგუფის ორი მატჩი გაიმართება. ეკვადოი ჰაიტის შეხვდება, ხოლო ბრაზილია პერუს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული