კოპა ამერიკა. 1/4-ფინალი: დავიდ ოსპინას სუპერ-სეივი პენალტების სერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიისას აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკა 2016-ის პლეი ოფის ერთი მატჩი გაიმართა.

კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა, პერუსთან უგოლოდ დასრულებული შეხვედრის ძირითადი დროის შემდეგ (ტურნირის ფორმატი დამატებით ტაიმებს მხოლოდ ფინალში ითვალისწინებს), გამარჯვება პენალტების სერიაში (4:2) იზეიმა და ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა.

პერუელთაგან პენალტი პირველმა მიგელ ტრაუკომ გააცუდა, რომლის დარტყმის შემდეგ კოლუმბიელთა მეკარე დავიდ ოსპინამ ბურთი ეფექტურ ნახტომში, ფეხით მოიგერია. პერუელთგან ბოლო დარტყმა კრისტიან კუევამ გააცუდა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა.

კოპა ამერიკის ნახევარფინალში კოლუმბიელები მექსიკა-ჩილეს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული