რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კრისტოფ დაუმი დაინიშნა

AutoSharing Option
ევრო 2016-ზე ხელმოცარული რუმინეთის ნაკრები დიდხანს არ ყოფილა უმწვრთნელოდ - გუშინ ბუქარესტში ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია გაიმართა, ის კი სკანდალურად ცნობილი გერმანელი სპეციალისტი კრისტოფ დაუმია.

62 წლის დაუმმა შეცვალა ანგელ იორდანესკუ, რომელსაც რუმინეთში ყველა გენერალს უძახის, რადგან იორდანესკუს ნაკრები საფრანგეთში ჩაფლავდა და ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილზე გავიდა.

"კიოლნის" მოყვარულთა გუნდის ფეხბურთელი 1981 წლიდან ამავე გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, 1986 წლიდან კი უკვე "ნამდვილ" "კიოლნს" თავკაცობდა. 2000 წელს, უკვე "ლევერკუზენის" თავკაცი დაუმი დიდ სკანდალში გაეხვა, მისი თმის ღერების ტესტმა აჩვენა, რომ დაუმი ნარკოტიკს
(კოკაინი) იღებდა.

ის გააგდეს "ლევერკუზენიდან". რამდენიმე წლის მერე დაუმმა აღიარა ნარკომანობა და გერმანულ სასამართლოში 10 ათასი ევროს ჯარიმაც გადაიხადა. 2002 წელს დაუმი ფეხბურთში დაბრუნდა და "აუსტრიას" ქვეყნის ტიტულების დუბლი მოაპოვებინა.

შემდეგ მან რამდენიმე გერმანული და უცხოური კლუბი მოიარა (მათ შორის, "კიოლნი"). ბოლოს გერმანელი თურქულ "ბურსასფორს" წვრთნიდა. დაუმმა სამი ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა (გერმანია, თურქეთი და ავსტრია).

ყველაზე დიდი მიღწევა 1992 წელს მის მიერ "შტუტგარტის" გაჩემპიონება იყო გერმანიის ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ დაუმი 2 წელიწადი უქმად იყო, მას მერე, რაც "ბურსადან" წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული