დირკ ნოვიცკიმ სიმონე ძაძას დასცინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივლისს, ცნობილი კალათბურთელების გუნდი საქველმოქმედო მატჩში "ნაციონალურ პილოტს" დაუპირისპირდა.

მატჩში ანგარიშით 9:5 კალათბურთელთა გუნდმა იმარჯვა, ერთ-ერთ მომენტში კი კურიოზიც მოხდა. "ნაციონალურ პილოტის" კარში დანიშნული პენალტის დარტყმა "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ გადაწყვიტა, რომელმაც პენალტი იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, სიმონე ძაძას სტილში დაარტყა და ააცილა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პენალტი ძაძამ ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეასრულა და მანაც ააცილა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული