
"დალასის" გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა გუნდის ლეგენდარულ კალათბურთელზე, დირკ ნოვიცკიზე იხუმრა.
ჟურნალისტმა დონჩიჩს "მავერიქსის" დაცვაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:
"უფრო თავდაჯერებით ვთამაშობთ დაცვაში მიმდინარე სეზონში. გასულ სეზონში დაცვაში დირკი გვყავდა. ამიტომ ყველაფერი რთულად იყო.
რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ყველაფერი მარტივადაა. უბრალოდ ყველა ერთმანეთს აზღვევს და ისე თამაშობს, როგორც საჭიროა", - თქვა დონჩიჩმა.