ტრანსფერ ONLINE. 4 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:08. "ჩელსი" "ევერტონს" რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ ახლა უკვე 77 მილიონ ევროსა და ლოიკ რემის სთავაზობს. "ევერტონი" კვლავ უარზეა.

13:13. მეტიც, "ევერტონი" შეუდგა ლუკაკუს წარმომადგენელთან მოლაპარაკებას... კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

13:35. "ნორვიჩმა "ტოტენჰემიდან" ალექს პრიტჩარდი გადაიბირა. კონტრაქტი 4-წლიანია.

13:31. "რეალი" არ ნებდება, "სამეფო კლუბს" ძალიან უნდა დავიდ ალაბას ხელში ჩაგდება. ესპანელები მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გამოდიან.

13:38. იურგენ კლოპი უკმაყოფილოა ალბერტო მორენოს თამაშით და "კიოლნიდან" იონას ჰექტორის გამოსყიდვა სურს.

13:44. მარკოს როხომ ჩინეთში გადასვლა იუარა, მას ჰალკის "შანჰაი ტელეისი" ეპატიჟებოდა.

13:49.
"მანჩესტერ იუნაიტედს" კი ძალიან სურს როხოს გაყიდვა, ოღონდ, 12 მილიონ ევროდ.

14:00. ესპანეთში ამბობენ, რომ "რეალი" კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილს ახალ კონტრაქტებს სთავაზობს.

14:02. იგივე წყარო ამტკიცებს, რომ კრიშტიანო თანახმაა, 2022 წლამდე გაახანგრძლივოს კონტრაქტი და შემდეგ კარიერა დაასრულოს. ბეილი 2021 წლამდე ახანგრძლივებს კონტრაქტს ხელფასის გაზრდით.

14:26. ფლორან ტოვენი "მარსელში" დაბრუნდა.

14:36. ჩაბი ალონსო ამბობს, რომ არ იცის, რა ბედი ელის უახლოეს მომავალში. მან ისიც არ იცის, მომდევნო სეზონს გაატარებს თუ არა "ბაიერნში". ბასკს ამერიკული ლიგიდან აქვს შემოთავაზებები.

14:43. ინგლისური მედია ამტკიცებს, რომ პოლ პოგბას სარეკორდო ტრანსფერი უახლოეს საათებში გაფორმდება.

14:58. რობერტო მარტინესი ბელგიურ მედიას წარუდგა ნაკრების თავკაცის სტატუსით.

15:05. ისევ ესპანური პრესა - რობერტ ლევანდოვსკის კვლავ სურთ "რეალში".

15:25. კევინ-პრინს ბოატენგი ოფიციალურად გახდა "ლას პალმასის" ფეხბურთელი.

15:53. "ნიუკასლმა" ორი კლუბი გაისტუმრა უარით, რომელთაც აიოსე პერესის ყიდვა სურდათ. ერთ-ერთი "ბარსელონაა".

16:04. აქსელ ვიტსელს ყველა ვარიანტიდან ტურინის "იუვენტუსის" ვარიანტი იზიდავს.

16:15. ფილ ნევილი დარწმუნებულია, რომ პოლ პოგბა 120 მილიონი ევრო ღირს.

16:22. კასპერ შმეიხელმა "ლესტერთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

17:05. პეტრ ზელინსკი - "ემპოლიდან" "ნაპოლიში" დადასტურებულია.

17:08. "სევილიამ" ვისამ ბენ იედირი წარადგინა.

17:24. ტეო ერნანდესმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გააფორმა და მერე იჯარით "ალავესში" წავიდა.

17:47. "დორტმუნდს" "ბრიუგეს" ბიორნ ენგელსი აინტერესებს.

18:06. სტეფანო ოკაკა ჩუკა იტალიაში, კერძოდ, "კროტონეში" ბრუნდება.

18:18. "იუვენტუსი" თვალყურს ადევნებს ლუის გუსტავოს, იმ შემთხვევაში, თუ პოგბა წავა...

18:37. კელეჩი ნვაკალი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია.

18:59. ანტე ჩორიჩი ალბათ, კარგად გახსოვთ, "სიტი" ზაგრების "დინამოს" მის ტრანსფერზე ელაპარაკება.

19:08. "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა უარყო, თითქოს, გუნდი მარიო გომესით დაინტერესდა.

19:13. ენეს უნალი "სიტიდან" "ტვენტეში" იჯარით გადავიდა.

19:20. ჩიჩარიტო არ უარყოფს, რომ შესაძლოა, "ლევერკუზენი" დატოვოს.

19:36. ვიტსელმა "ზენიტს" ულტიმატუმი წაუყენა, ტრანსფერზე დამაყენეთო.

19:51. დავიდე სანტონი უახლოეს საათებში "ვესტ ჰემში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

19:59. ოფიციალურად, ოლა ტოივონენი "ტულუზის" ფეხბურთელია.

20:06. რენატო სანჩესი "ბაიერნის" ვარჯიშზე პირველად გამოცხადდა.

20:26. ფედერიკო ფასიო "რომას" ფეხბურთელია.

20:56. გუსტავო გომესი "მილანის" ფეხბურთელი გახდება.

21:03. ვოიცეხ შჩესნისთან "რომამ" იჯარის ვადა გაახანგრძლივა.

21:10. ლამინე სანე "ვერდერის" ფეხბურთელია.

21:16. ფერნანდო ლორენტე "სუონსის" კონტრაქტზე შეუთანხმდა. პარასკევს ბასკი ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

21:31. ედინ ჯეკო "რომაში" რჩება, ეს თავად ბოსნიელმა ფეხბურთელმა დაადასტურა.

21:37. "დეილი მეილი" წერს, რომ პოგბა კვირაში 327 ათას ევროს მიიღებს. გაგიჟდება კაცი!

21:45. "სევილიამ" ოფიციალურად დაადასტურა არგენტინელი გაბრიელ მერკადოს ტრანსფერი.

21:57. უახლოეს დღეებში "რომა" თომას ვერმალენს გაიფორმებს.

21:59. დიეგო კაპელი "ჯენოადან" "ანდერლეხტში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარსელოს აშინებენ ალაბათი.
კლოპი მართალია-მორენო არ ვარგა.
ალონსოს წასვლა ჯერ ადრეა.
შმეიხელი,შესნი და ჯეკო - ჭკვიანები.
კელეჩი ნვაკალი არ ვიცი.
ლუკაკუ არ ღირს მაგდენი.
გაგა
14:43 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული