მუნდიალი 2018. შესარჩევი ციკლი. ჩრდ.ამერიკა. V ტური: მექსიკა 100%-იანია

AutoSharing Option
2 სექტემბერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩრდილოამერიკულ შესარჩევ ციკლში V ტურის შეხვედრები გაიმართა.

A ჯგუფი
ზედიზედ მეხუთე გამარჯვება სტუმრად იზეიმა A ჯგუფის ლიდერმა მექსიკის ნაკრებმა, რომელმაც სალვადორს ანგარიშით 3:1 მოუგო. მასპინძლებმა ანგარიში 24-ე წუთზე ალეკსანდერ ლარინის 11-მეტრიანით კი გახსნეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მექსიკელებმა სამჯერ მოახერხეს გატანა. 52-ე წუთზე ექტორ მორენომ გაათანაბრა, შემდეგ კი თავი ანხელ სეპულვედამ (57) და რაულ ხიმენესმა (72) გამოიჩინეს.

ამავე ჯგუფში ჰონდურასმა შინ კანადას მოუგო - 2:1. არადა, 35-ე წუთზე მანრეკარ ჯეიმსის მიერ გატანილი გოლით სტუმრები დაწინაურდნენ,
მაგრამ მარიო მარტინესმა (45) და რომელ კიოტომ (50) მატჩის ბედის შემობრუნება შეძლეს.

A ჯგუფს 15 ქულით მექსიკის ნაკრები ლიდერობს. 7 ქულა აქვს ჰონდურასს, ხოლო კანადას - 4. მხოლოდ 2 ქულაა სალვადორის ანგარიშზე.

B ჯგუფი
სტუმრად ჰაიტისთან, მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა კოსტა რიკის ნაკრებმა და ჯგუფს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მასპინძელთა კარში 71-ე წუთზე რენდალ ასოფეიფამ შეაგდო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი პანამამ შინ ორი უპასუხო გოლი გაუტანა იამაიკას. 28-ე წუთზე ანგარიში გაბრიელ ტორესმა გახსნა, წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე აბდელ აროიომ დასვა.

B ჯგუფის სათავეში კოსტა რიკაა 13 ქულით. მეორეზე პანამაა 10 ქულით, მესამეზე კი - იამაკა (4). ჯგუფში ბოლო ადგილს 1 ქულით ჰაიტი იკავებს.

C ჯგუფი
აშშ-ის ნაკრებმა სენტ-ვინსენტი და გრენადინები სტუმრად გაანადგურა - 6:0. დუბლი კრისტიან პულიშიჩმა (71-ე და 90-ე წუთებზე) მიითვალა, თითო გოლი კი ბობი ვუდმა (28), მეთ ბესლერმა (32), ჟოზი ალტიდორმა (43, პენ.) და საშა კლიესტანმა (78) გაიტანეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ტრინიდადი და გვატემალა დაზავდნენ - 2:2. მასპინძელთაგან დუბლი ჯოვინ ჯონსმა (45, 62) შეასრულა, სტუმართაგან - კარლოს რუისმა (36, 87).

ამ ჯგუფში ლიდერი ტრინიდადია 11 ქულით, რომელსაც ქულითღა ჩამორჩება აშშ. 7 ქულა აქვს გვამტემალას, ხოლო სენტ-ვისნეტს - 0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული