ევროუქმეების ყველაზე საინტერესო ფაქტები: კლაუდიო ბრავო და მიხეილ ყაველაშვილი

AutoSharing Option
გაინტერესებთ, რა საერთო აქვთ კლაუდიო ბრავოსა და მიხეილ ყაველაშვილს, გარდა იმისა, რომ ორივეს "მანჩესტერ სიტიში" უთამაშია? რამდენი მატჩი დასჭირდა ჰარი კეინს პრემიერლიგაში 50 გოლის გასატანად? როდის ითამაშა ბოლოს ინგლისელმა მეკარემ იტალიაში? რომელ ვარსკვლავთა დუელში გახდა 261:260?

მაშინ გაეცანით ევროუქმეების ყველაზე საინტერესო ფაქტებს ჩვენთან ერთად...

პრემიერლიგა. IV ტური: კეინის გოლების ანატომია
* დიეგო კოშტამ "სუონსის" უკვე 6 გოლი გაუტანა. ინგლისში ყველაზე მეტად ესპანელი ამ გუნდს ერჩის.

* ჟოზე მოურინიომ ხოსეპ გვარდიოლასთან ბოლო ათი დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგო - 4 ფრე და 5
მარცხი. Pepped.

* ხოსეპ გვარდიოლა მხოლოდ მეოთხე მწვრთნელია, ვინც თავის პირველ ოთხ მატჩში იმარჯვა (სხვები მოურინიო, გუს ჰიდინკი და კარლო ანჩელოტი) პრემიერლიგაში.

* "სუონსიმ" "ჩელსის" ორი გოლი 2 წუთსა და 10 წამში გაუტანა.

* 26 გოლით გილფი სიგურდსონი "სუონსის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა პრემიერლიგაში.

* 2016 წელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი - 54 - "ლივერპულს" აქვს გატანილი.

* ჯეიმი ვარდი მხოლოდ ერთხელ შეეხო ბურთს "ლივერპულის" საჯარიმოში, თუმცა ამ შეხებით მან გოლის გატანა შეძლო.

* "ლივერპულმა" მე-19-ედ მოუგო პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს. ამ მაჩვენებლით, "ლივერპული" ლიდერია.

* ბოლო 7 ტურში (3 გასულ სეზონში, 4 ახალში) ჯეიმი ვარდიმ 6 გოლი გაიტანა.

* ბოლო 7 გოლი სანტი კასორლამ პრემიერლიგაში პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

* ჰარი კეინი გახდა "ტოტენჰემის" მე-4 ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლის გატანა მოახერხა (შერინგემი, დეფო, კინი).

Sportall.Ge

* კორეელმა ჰეუნ-მინ სონმა პრემიერლიგაში პირველი კორეული დუბლი შეასრულა.

* რაც "უოტფორდი" პრემიერლიგაში დაბრუნდა, ოდიონ იგალომ და ტროი დინიმ ამ გუნდის გოლების ორი მესამედი გაიტანეს - 30 45-დან.

* შეი გივენმა პრემიერლიგაში მე-600 გოლი გაუშვა. მეტი გაშვებული მხოლოდ იასკელაინენს (613), შვარცერსა (653) და ჯეიმსს (665) აქვთ.

* ლორან კოსიელნიმ გოლი თავის დაბადების დღეზე გაიტანა. ფრანგი მცველი "არსენალის" მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ეს პრემიერლიგაში მოახერხა.

* კრისტიან ბენტეკე გახდა პირველი ბელგიელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით გაიტანა.

* გასულ და ახლანდელ სეზონებში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს მესუთ იოზილს (19), მეორეზე კი დიმიტრი პაიეა (13).

* ალვარო ნეგრედო უშუალოდ მონაწილეობდა "მიდლსბროს" ყველა გოლში ამ სეზონში.

* 2010/11 წლების (ნიუკასლი) სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გუნდმა პირველ ოთხ ტურში ერთნაირი შემადგენლობა დააყენა - ეს "ჰალ სიტიმ" შეძლო.

* კლაუდიო ბრავო და ლეროი სანე გახდნენ მე-9 და მე-10 ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერლიგაში დებიუტი მანჩესტერულ დერბიში მოუწიათ (ერთ-ერთი იყო მიხეილ ყაველაშვილი).

Sportall.Ge

* ზლატან იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ მესამეა, ვინც პირველ 4 ტურში 4 გოლის გატანა მოახერხა პრემიერლიგაში (საჰა, ვან პერსი).

* კელეჩი იჰეანაჩოს პრემიერლიგაში 9 გოლის გასატანად სულ რაღაც 13 დარტყმა ეყო.

* "მანჩესტერ სიტის" მაისურით კევინ დე ბრუინმა უკვე 32 გოლში მიიღო მონაწილეობა - 17 გოლი+15 პასი.

* "სიტიმ" (ყველა შეჯიბრში) 50-ე მანჩესტერული დერბი მოიგო.

ლა ლიგა. III ტური: იბაი - გრანდების რისხვა
* ბილბაოს "ატლეტიკმა" ლა ლიგაში "დეპორტივოს" მისსავე "რიასორზე" 2006 წლის მერე პირველად მოუგო.

* რაულ გარსიამ გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში (ყველა შეჯიბრში) ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 12.

* 2016/17 წლების სეზონში "გრანადამ" უკვე 8 გოლი გაუშვა. ასეთი ცუდი სტარტი ანდალუსიურ კლუბს ბოლოს 1959 წელს ჰქონდა.

* "ეიბარმა" პირველად მოიგო ლა ლიგაში მატჩი, როცა ფეხბურთელი გაუძევეს.

* ზედიზედ 6 ტურია (სამი გასულ სეზონში, სამი ახლა), რაც "ვალენსია" აგებს. ეს ამ გუნდის ისტორიაში უცუდესი შედეგია.

* 2016 წელს ლა ლიგაში რუბენ კასტრომ 14 გოლი გაიტანა, რაც ესპანელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* 7 ქულა სამ ტურში - ეს ხიხონის "სპორტინგის" საუკეთესო სტარტია 1980/81 წლების სეზონის შემდეგ.

* 173 თამაშია, ხავიერ მასკერანოს ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია. ამით მან "ბარსელონაში" მიხაელ რაიციგერის ანტირეკორდი გაიმეორა.

* "ალავესმა" "კამპ ნოუზე" მეორედ მოიგო ისტორიაში. პირველად ეს 2000 წელს მოხდა.

* 2016 წელს ლა ლიგაში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა, როგორც "ბარსელონასთვის", ისე "რეალისთვის" - ვილიან ჟოზეს ამ ტურში დეივერსონი შეემატა.

* იასპერ სილესენმა "ბარსელონაში" პირველი გოლი მეორე დარტყმის შემდეგვე გაუშვა.

* როკე მესამ 2016 წელს ლა ლიგაში 191-ჯერ მოიგერია ბურთი, რაც ნახევარმცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

* "ლას პალმასის" გოლის ავტორმა ტანასუმ 20-დან 20-ვე ზუსტი პასი შეასრულა.

* "რეალმა" მოგებათა სერიის (15) საკუთარი რეკორდი (1961) გაიმეორა.

* ამ საუკუნეში პირველად მოხდა, რომ "რეალის" სამმა მცველმა გაიტანა ერთ თამაშში.

* ტონი კროოსმა სტანდარტული მდგომარეობებიდან თანაგუნდელებს 7-ჯერ გაატანინა (გასულ და ამ სეზონებში), ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* 28 გოლი აქვს თავით გატანილი სერხიო რამოსს. ეს მაჩვენებელი თანამედროვე მცველებს შორის (ტოპ-5 ლიგაში) საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე 27 გოლით ჯონ ტერია.

* გასულ და ამ სეზონებში დანილომ მონაწილეობა მიიღო 8 გოლში (3 გოლი+5 პასი), რაც მცველებს შორის საუკეთესო შედეგია. არადა, დანილო ხშირად არ თამაშობს.

* გარეთ ბეილმა კრიშტიანო რონალდოს 23-ედ გაატანინა (ყველა შეჯიბრში). ამ მაჩვენებლით, უელსელი მხოლოდ მესუთ იოზილსა (27) და ქარიმ ბენზემას (34) ჩამორჩება.

* 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული, რონალდომ ლა ლიგაში 261 გოლი გაიტანა, ლეო მესიმ კი - 260. რა რბოლაა!

* კაზემირომ მოიგო 16 ორთაბრძოლა, რაც 7-ით მეტია, ვიდრე უახლოესი მდევრის ამ სეზონში.

* "რეალის" მაისურით უკვე 9 ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

* "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუზე" ბოლო 6 მატჩში იბაი გომესმა 4 გოლი გაიტანა. ექსბილბაოელს გრანდების გამწარება უყვარს.

Sportall.Ge

* ლუის სუარესმა "ბარსელონაში" 100 მატჩი ჩაატარა და 88 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგა. II ტური: ახალი ვარსკვლავი - პოჰიანპალო
* იოელ პოჰიანპალომ (ლევერკუზენი) ამ სეზონში 4 გოლი 4 დარტყმაში გაიტანა, საამისოდ კი 30 წუთი დასჭირდა.

Sportall.Ge

* "ვოლფსბურგის" დიტერ ჰეკინგს ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - 327 ამჟამინდელ მწვრთნელებს შორის.

* ტურში 11 გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ეს ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

* ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად, "ჰოფენჰაიმმა" არ წააგო მაშინ, როცა 3-ბურთიანი სხვაობით აგებდა.

* რაც თომას ტუხელი უდგას სათავეში "დორტმუნდს", პირველად მოხდა, რომ გუნდმა კარში ზუსტად 2-ჯერ მაინც ვერ დაარტყა.

* გაგიკვირდებათ, მაგრამ მიმდინარე ბუნდესლიგაში ორთაბრძოლების მოგების პროცენტით (78%) მეორე ადგილზე ტანმორჩილი მარიო გიოტცეა.

* "დორტმუნდის" კაპიტანი მარსელ შმელცერი თამაშების რაოდენობით შტეფან შაპუიზას გაუთანაბრდა - 284 მატჩი "დორტმუნდში".

* "კიოლნი" 7 ტურია, სტუმრად არ მარცხდება.

სერია A. III ტური: დანავსული მეკარეები
* ფრანჩესკო ტოტის ბოლო 23 სეზონია, მინიმუმ ერთი გოლი მაინც გააქვს.

* ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 5 გოლი გაიტანა.

* ჯო ჰარტმა თავის სადებიუტო მატჩში "ტორინოში" იმდენივე უხეში შეცდომა დაუშვა, რამდენიც 2015/16 წლების მთელ სეზონში პრემიერლიგაში. მოკლედ, მეკარეებს დებიუტი არსად გამოუვიდათ (ბრავო, სილესენი, ჰარტი).

* ჯო ჰარტი გახდა იტალიის ჩემპიონატის პირველი ინგლისელი გოლკიპერი 1929/30 წლების სეზონის შემდეგ.

* ადამ ნადიმ (ბოლონია) "კალიარის" წინააღმდეგ მატჩში 9 პასი ჩაჭრა - ტურის საუკეთესო შედეგი.

* 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა - 57, შემდეგ მოდის მაურო იკარდი (ინტერი) - 40 გოლი.

* "პესკარამ" "ინტერთან" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

* ედინ ჯეკომ (რომა) ჩემპიონატის თითოეულ ტურში ერთ გოლში მაინც მიიღო მონაწილეობა. იგივე მიღწევით დაიკვეხნის "რომას" მეტოქე "სამპდორიას" შემტევი ლუის მურიელი.

ლიგა 1. IV ტური: ბალოტელის სუპერდებიუტი
* მარიო ბალოტელიმ მისთვის სადებიუტო მატჩში "ნიცას" მაისურით 2 გოლი გაიტანა - ზუსტად იმდენი, რაც მან ბოლო ორ სეზონში მოახერხა, პრემიერლიგასა და სერია A-ში.

* მარიო ბალოტელი გახდა პირველი იტალიელი, ვინც "ნიცას" მაისური მოირგო მარკო სიმეონეს (2003/04) შემდეგ.

* ბალოტელის პირველი გოლის გასატანად 7 წუთი და ერთი დარტყმა ეყო.

* ისე მოხდა, რომ ბაფეტიმბი გომისმა (მარსელი) ტურის უკანასკნელ მატჩში (ქრონოლოგიურად) ერთი წლის პაუზის მერე პირველად გაიტანა გოლი.

* ფლორიან ტოვენმა (მარსელი) ამ სეზონში ორი გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც გასულ სეზონში მთლიანად.

* როლან კურბისმა "რენის" თავკაცად სულ 17 ტური გაძლო, ბოლო ტურის შემდეგ ის გუნდის მწვრთნელი აღარ არის.

* "ლორიანმა" ელიტაში პირველად წააგო საწყისი 4 ტურის მატჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული