პრემიერლიგა: უიღბლო დებიუტანტი
* დავიდ ლუისის დებიუტი პრემიერლიგაში 2011 წელს "ლივერპულთან" საშინაო მატჩში შედგა - 0:1. ახლაც ის პრემიერლიგას "ლივერპულთან" მარცხით (1:2) დაუბრუნდა. * იურგენ კლოპი მხოლოდ მეორე მწვრთნელია, ვინც "სტემფორდ ბრიჯზე" პირველი ორი მატჩი მოიგო. პირველი იყო არსენ ვენგერი.
* ანტონიო კონტემ სამწვრთნელო კარიერაში შინ 2013 წლის იანვრის მერე პირველად წააგო. წაუგებელი სერია 30-მატჩიანი გამოდგა.
* დეიან ლოვრენს (ლივერპული) პრემიერლიგის ზედიზედ 64 მატჩში არ
* გარეთ ბერიმ (ევერტონი) პრემიერლიგაში მე-600 მატჩი გოლით აღნიშნა. ბერი გახდა მესამე ფეხბურთელი ვინც 600 მატჩი ითამაშა (ლამპარდი, გიგზი).
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველ ხუთ ტურში ყველაზე ცოტა მანძილი გაირბინა - 526,6 კილომეტრი. ლიდერი "ლივერპულია" - 581,6 კილომეტრი.
* ტოპ5 ლიგებში მხოლოდ 6 ფეხბურთელია, რომელთაც ბოლო 13 სეზონის განმავლობაში ყოველ წელს გაჰქონდათ გოლი: ლეო მესი, სერხიო რამოსი, ფრანჩესკო ტოტი, ჯეიმს მილნერი, უეინ რუნი და ჯერმეინ დეფო).
* აგვისტო-სექტემბრის თვეებში "სანდერლენდმა" უკვე 24-ე თამაში ვერ მოიგო.
* "სტოკმა" 2016 წელს პრემიერლიგაში უკვე 50 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე მეტია.
* ხუან სუნიგამ (უოტფორდი) მოედანზე გამოსვლიდან 53 წამში გაიტანა.
* რაც დებიუტი ჰქონდა (თებერვალში) მარკუს რაშფორდმა "მანჩესტერში" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 10.
* რაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა (2014) დერილ იანმაატმა 11 საგოლე პასი მიითვალა, რაც მცველებს შორის ყველაზე მეტია.
* გარეთ ბერიმ (რომელმაც მე-600 მატჩი ითამაშა) ამ სეზონში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც წინა 95 მატჩში - 2.
* კელეჩი იჰეანაჩომ პრემიერლიგაში უკვე 10 გოლი გაიტანა. ამისთვის მას მხოლოდ 14 დარტყმა ეყო.
* კევინ დე ბრუინმა "სიტის" მაისურით 48 მატჩში 33 გოლში მიიღო მონაწილეობა (18 გოლი+15 პასი).
* "სიტიმ" "ეტიჰადზე" 250-ე პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა, მას მერე, რაც 2003 წლიდან იქ "მეინ როუდიდან" გადაბარგდა.
* ბოლო 25 მატჩია, არსენ ვენგერის "არსენალი" არ აგებს პრემიერლიგის ახალწვეულებთან (21 მოგება, 4 ფრე).
ლა ლიგა: BBC-300
* მხოლოდ ორმა მწვრთნელმა მოახერხა ლა ლიგაში ზედიზედ 16 მატჩის მოგება - ხოსეპ გვარდიოლამ (2010/11) და ზინედინ ზიდანმა. * "რეალის" BBC-მ (2013 წლიდან, როცა რონალდომ, ბენზემამ და ბეილმა ერთად დაიწყეს თამაში) ყველა ტურნირში უკვე 300 გოლი გაიტანა. საიუბილეო ქარიმ ბენზემას გოლი იყო "ესპანიოლის" კარში.
* 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან ლეო მესიმ გაიტანა - 12, შემდეგ მოდის ხამეს როდრიგესი - 11 და კრიშტიანო რონალდო - 10.
* 2013 წლის შემდეგ "ბეტისში" დუბლი რუბენ კასტროს გარდა არავის ჰქონდა შესრულებული, ეს ტრადიცია ალექს ალეგრიამ დაასრულა.
* ანტონიო ადანმა (ბეტისი) კარიერაში მეორე პენალტი მოიგერია, პირველი ლეო მესის აუღო 2014 წელს.
* 2011 წლის მერე პირველად მოახერხა იტალიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში დუბლის შესრულება - ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი). 2011 წელს ეს პაბლო ოსვალდომ შეძლო.
* "სევილია" გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე გამოვიდა სათამაშოდ... ესპანელების გარეშე. ხორხე სამპაოლიმ, რომელიც თავადაც არ არის ესპანელი, 11-ეულში ერთი ესპანელიც არ ჩაწერა. მხოლოდ მე-14 წუთზე გამოჩნდა პირველი ესპანელი ანდალუსიელთა რიგებში - ტრავმირებული ადილ რამი სერხიო ესკუდერომ შეცვალა. სასტარტოში იყვნენ: 4 არგენტინელი (მერკადო, კრანევიტერი, კორეა, ვიეტო), 3 ფრანგი (კოლოძეიჩაკი, რამი, ბენ იედერი), იტალიელი (სირიგუ), იაპონელი (კიოტაკე), პორტუგალიელი (კარიშო) და ბრაზილიელი (განსო).
* პედრო ლეონის 5-მა გოლმა "ეიბარს" ამ სეზონში უკვე 5 ქულა მოუტანა.
ბუნდესლიგა: ძმა ძმისთვისაო
* ანტონი მოდესტე (კიოლნი) პირველი ფეხბურთელია ვინც ბუნდესლიგაში დუბლი თავით შეასრულა, რაც ასეთი სტატისტიკა წარმოებს (2004/05 წლების სეზონიდან. * სერჟ გნაბრიმ "ვერდერის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
* ედენის ძმა ტორგან აზარს ბოლო 7 მატჩში "გლადბახის" 9 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.
* კრისტიან პულიშიჩი (დორტმუნდი) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში 17 წლის ასაკში უკვე სამი გოლი გაიტანა.
* "ლაიპციგი" პირველი ახალწვეულია ბუნდესლიგაში 1965 წლის შემდეგ, რომელმაც "ჰამბურგს" სტუმრად 4 გოლი გაუტანა.
სერია A: მილიკი თუ იგუაინი
* "ნაპოლიმ" ბოლო 59 წელში პირველად შეძლო საწყის 4 ტურში 12 გოლის გატანა.* "ფიორენტინამ" "რომას" 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა იტალიის ჩემპიონატში. ბოლოს რომაელებს იანვარში ჰქონდათ წაგებული "იუვენტუსთან" (0:1).
* მაურო იკარდი "იუვენტუსის" სპეციალისტად ყალიბდება, მან 8 მატჩში 7 გოლი გაუტანა "იუვეს".
* "ნაპოლის" პირველ 5 მატჩში გონსალო იგუაინმა 4 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა მისმა შემცვლელმა არკადიუშ მილიკმა - 6.
* არკადიუშ მილიკმა "ბოლონიასთან" მატჩში გოლი ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა მატჩში.
* ხოსე მარია კალეხონმა "ნაპოლის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.
* "პესკარამ" სერია A-ში მე-200 მატჩი ითამაშა.
* "ლაციოს" 7 გოლი 7-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა ამ სეზონში.
* ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ "იუვენტუსმა" გაუშვა - 3.
ლიგა 1: ბოლო წუთების სპეციალისტები
* რიად ბუდებუზმა ჩემპიონატში 18 პენალტიდან 17 გამოიყენა.* "სენტ ეტიენმა" ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა მე-80 წუთის მერე, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.
* "მონაკოს" 13 გოლი 5 ტურში 1987/88 წლების სეზონის შემდეგ კლუბისთვის საუკეთესო შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"