ჰოლანდიაში ვიდეოასისტენტმა პირველი ფეხბურთელი გააძევა

AutoSharing Option
"ვილემის" ნახევარმცველი ანუარ კალი პირველი ფეხბურთელია ჰოლანდიაში, ვინც ვიდეოასისტენტმა მოედნიდან... გააძევა.

"აიაქსთან" ჰოლანდიის თასზე გამართული მატჩისას, მე-60 წუთზე, კალიმ ყვითელი ბარათი მიიღო მოედნის არბიტრ დენი მაკკელისგან, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა...

"ამსტერდამ არენის" ერთ-ერთ ოთახში მოკალათებულმა პოლ ვან ბრიოკელმა, რომელიც ექვს ტელეეკრანზე ადევნებდა თვალს თამაშის მსვლელობას, აღნიშნული ეპიზოდი რამდენჯერმე ნახა და დაადგინა, რომ "ვილემის" ფეხბურთელის საქციელი არა ყვითელ, არამედ წითელ ბარათს იმსახურებდა. მან დაუყოვნებლივ აცნობა ეს მოედნის არბიტრს, რომელმაც თამაში გააჩერა, კალი თავისთან იხმო და წითელი ბარათი აუფრიალა.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ეს მზე წესი არ დაინერგება არსად....
ჯადო
13:28 23-09-2016
0
ძალიან სწორია.ფეხბურთი გახდა ძალიან ბინძური.კიელინი,დანი ალვეში და ბევრი სხვები ბევრჯერ იყვნენ გასაგდები.
გელა.
14:29 23-09-2016
0

სიახლეები პოპულარული