კრიშტიანო რონალდო და სხვები გინესის წიგნში

AutoSharing Option
გინესის რეკორდების წიგნში შევსებაა - მასში სამი ფეხბურთელი მოხვდა. კრიშტიანო რონალდოს ეს პატივი იმის გამო ერგო, რომ ის "ტვიტერში" მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტსმენია - 47 მილიონი "მიმდევარი" ჰყავს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ზოგადად, სოციალურ მედიაშიც ყველაზე პოპულარული სპორტსმენია.

"არსენალის" გოლკიპერი პეტრ ჩეხი გინესის რეკორდების წიგნში იმიტომ მოხვდა, რომ მან პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა - 181 მატჩში.

წიგნის ახალი ვერსიის კიდევ ერთი ახალი წევრი გარეთ ბერია, რომელიც ყველაზე ხშირად ხდებოდა პრემიერლიგის ისტორიაში თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში - 580-ჯერ.
შეგახსენებთ, რომ ბერი "ევერტონის" ფეხბურთელია.

წიგნში აღინიშნა "ლესტერ სიტის" მიღწევაც - ამ გუნდმა ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა წინა სეზონთან შედარებით ჩემპიონობის მოსაპოვებლად. 2015 წელს "მელიებმა" სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს, შემდეგ კი, კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით, თანამედროვე საკლუბო ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი სასწაული ჩაიდინეს და ინგლისის ჩემპიონები გახდნენ.

წიგნის 2017 წლის ვერსიაში სხვა ბევრი სპორტსმენიც მოხვდა, მაგალითად, სერენა უილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული