17 წლის შვედი ფორვარდის თამაშს 90 სკაუტი დაესწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედური აიკ-ის 17 წლის ფორვარდ ალექსანდრ ისაკის ხილვა თავის გუნდში თითქმის ყველა ევროპულ გუნდს სურს.

შვედეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრას, სადაც აიკ-ი "გიოტებორგს" სტუმრობდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ისაკის სანახავად 90 სკაუტი მივიდა.

როგორც Expressen-ი იტყობინება, ფორვარდით მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტრაბზონსპორი", "სანდერლენდი", "ვილიარეალი", დორტმუნდის "ბორუსია," "აიაქსი", "ჩელსი", "ბეშიქთაში" და სხვა კლუბები ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში ისაკის ანგარიშზე 9 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული