გონსალო იგუაინს ყოველი მეორე დარტყმით გოლი გააქვს, მაგრამ მასზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვს "ბარსელონას" ფეხბურთელს, რომელიც არც მესია, არც ნეიმარი და არც სუარესი...
დაუმარცხებლები და მოუგებლები
* ტოპ-5 ლიგაში ჯერაც დაუმარცხებლები არიან (6 კლუბი): "ტოტენჰემი", "რეალი", "ბაიერნი", "ლაიპციგი", "ჰოფენჰაიმი" და "ნიცა". * ტოპ-5 ლიგაში ჯერაც მოუგებლები არიან (4 კლუბი): "სანდერლენდი", "გრანადა", "ინგოლშტადტი" და "ჰამბურგი".
პრემიერლიგა: მოურინიოზე ორჯერ უკეთესი
* ფილიპე კოუტინიომ * 2016 წელს მერვედ მოხდა, რომ "ლივერპულმა" 4 და მეტი გოლი გაიტანა თამაშში.
* "კრისტალ პალასისა" და "ლივერპულის" მატჩის პირველ ტაიმში ხუთი გოლი გავიდა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩს (მანჩესტერი) 6 ტურია გოლი ვერ გაუტანია. ბოლოს ასეთი რამ მას "ინტერში" 2007 წლის დეკემბერში მოუვიდა.
* ანდერ ერერა (მანჩესტერი) პრემიერლიგაში თამაშისას პირველად გააძევეს, თუმცა ბასკს ხუთი წითელი ბარათი აქვს მიღებული ლა ლიგაში.
* ვინსენტ იანსენს (ტოტენჰემი) ჯერ მხოლოდ პენალტებით გააქვს გოლები (3).
* გასტონ რამირესმა (მიდლსბრო) 2014 წლის მერე პრემიერლიგაში პირველად გაიტანა.
* სერხიო აგუერომ (სიტი) ბოლო 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან სამჯერ შეასრულა დუბლი.
* კლაუდიო რანიერი (ლესტერი) ჯერ არასოდეს დამარცხებულა პრემიერლიგაში "ტოტენჰემთან" - 7 მოგება და 3 ფრე.
* ოლივიე ჟირუმ (არსენალი) "სანდერლენდთან" მატჩში პირველი ორი შეხებით გოლები გაიტანა!
* ჯერმეინ დეფომ (სანდერლენდი) პრემიერლიგაში "არსენალს" 2004 წლის მერე პირველად გაუტანა.
* ჯონ ოშიმ (სანდერლენდი) პრემიერლიგის მატჩებში სასტარტოში 350-ედ ითამაშა, ერთით მეტჯერ, ვიდრე როი კინმა.
* 10 ტურის მერე "ჩელსის" ზუსტად ორჯერ მეტი ქულა აქვს, ვიდრე გასულ სეზონში 10 სასტარტო ტურის მერე. შეგახსენებთ, რომ შარშან "ჩელსის" ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა, წლეულს კი - ანტონიო კონტე.
* დიეგო კოშტამ (ჩელსი) პრემიერლიგაში მე-40 გოლი გაიტანა (64 მატჩში).
* რომელუ ლუკაკუმ "ევერტონის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. კლუბში მეტი გოლი მხოლოდ დანკან ფერგიუსონსა (60) და ტიმ კეჰილს (56) აქვთ გატანილი.
* რომელუ ლუკაკუმ ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაუტანა "ვესტ ჰემს".
* დიმიტრი პაიემ (ვესტ ჰემი) ამ სეზონში 30 საგოლე შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს, ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.
* ედენ აზარს (ჩელსი) 10 ტურში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (5), ვიდრე მთელ გასულ სეზონში (4).
ლა ლიგა: როცა გრიზმანს ვერ გააქვს...
* "ლეგანესს" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს შინ - 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულა. "ლოგრონიესსაც" კი, რომელმაც პირველი გამარჯვება მე-8 საშინაო მატჩში იზეიმა, ამ დროისთვის მეტი ქულა ჰქონდა მოგროვებული. * ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი) მადრიდელებს ერჩის. კარიერაში 16 საგარეო გოლიდან 56% მადრიდულ კლუბებს გაუტანა.
* ამიერიდან კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგის ყველა გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.
* დანიელ ვასმა (სელტა) 2013 წლიდან მოყოლებული, მე-7 გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.
* ბოლოს ვიგოს "სელტამ" პრიმერას საგარეო მატჩის I ტაიმში სამი გოლი 1996 წელს გაიტანა.
* ლა ლიგაში ამ სეზონში ყველაზე ხშირად "ბეტისის" კარში არტყამენ - 170 დარტყმა, აქედან 67 ზუსტი.
* პაბლო პიატიმ (ესპანიოლი) 5 საგოლე პასი გააკეთა ამ სეზონში. ის კრამარიჩთან ერთად ფორვარდებში ლიდერია ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
* "ვილიარეალმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
* ბრუნო სორიანომ (ვილიარეალი) ამ სეზონში სამიდან სამივე პენალტი გაიტანა.
* ევროპის მოწინავე ლიგებში მათ შორის, ვისაც სულ მცირე, 3 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე კარგი შედეგი რაფინიას (ბარსელონა) აქვს. მისი დარტყმულების 83% გოლია.
* "გრანადას" წინააღმდეგ სამუელ უმტიტიმ (ბარსელონა) 115 პასი გააკეთა, რაც მცველისთვის საუკეთესო შედეგია ამ სეზონში.
* მადრიდის "ატლეტიკომ" შინ ევროპის ტოპ-ლიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ამ სეზონში - 18.
* ევროპის ტოპ-ლიგებში ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი (ყველა ტურნირში) ამ სეზონში იანიკ ფერეირა-კარასკომ გაიტანა - 7.
* ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) "ვისენტე კალდერონზე" პირველად შეძლო ერთ თამაშში 2 საგოლე პასის გაკეთება.
* სანდრო რამირესმა (მალაგა) პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.
* კრიშტიანო რონალდომ ბოლო 8 პენალტიდან მხოლოდ 4 გაიტანა.
* კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ჰეთ თრიკი აქვს გატანილი - 38, მეორე ადგილზეა ლიონელ მესი - 36.
* დეივერსონი (ალავესი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, რომელმაც "რეალსაც" გაუტანა და "ბარსელონასაც".
* ლა ლიგაში ამ სეზონში კარში ზუსტად ყველაზე ხშირად "რეალი" ურტყამს - 78-ჯერ.
* კევინ პრინს ბოატენგმა (ლას პალმასი) ლა ლიგაში უკვე გაიტანა 4 გოლი, ზუსტად იმდენივე, რამდენიც მან ბუნდესლიგაში და სერია A-ში ერთად გაიტანა.
ბუნდესლიგა: ტონი პოლსტერის შემდეგ
* "აინტრახტმა" პირველ 9 ტურში მხოლოდ 8 გოლი გაუშვა. ბოლოს ასეთი შედეგი ფრანკფურტელებს 1992/93 წლებში ჰქონდათ, როცა ბუნდესლიგა მე-3 ადგილზე დაასრულეს. * ანტონი მოდესტე "კიოლნის" პირველი ფეხბურთელია 1997 წლის მერე, ვინც ჰეთ თრიკი შეასრულა - მაშინ ტონი პოლსტერმა გაიტანა.
* "ჰამბურგს" 596 წუთია, ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია.
* "ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში. ეს კლუბის 2008 წლის რეკორდის გამეორებაა.
* 2006 წლის მერე "დორტმუნდმა" პირველ ტაიმში პირველად ვერ შეძლო კარში დარტყმა.
სერია A: "კროტონეს" პირველი
* მილანის "ინტერმა" 11 მატჩში მე-5 მარცხი იგემა. გასულ სეზონში მეხუთე მარცხი "ინტერს" 22-ე ტურში შეემთხვა.* "კროტონემ" სერია A-ში პირველი თამაში მოიგო.
* ჩირო იმობილემ (ლაციო) ზედიზედ 5 ტურში გაიტანა. მისი რეკორდია ზედიზედ 6-ტურიანი გოლების სერია (2014).
* ჯაკომო ბონავენტურამდე "მილანის" ბოლო ფეხბურთელი, ვინც უშუალოდ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მარიო ბალოტელი იყო (2015).
* ბერგამოს "ატალანტა" შესანიშნავ ფორმაშია, გუნდმა ბოლო 6 ტურიდან 5 მოიგო და სულ ორი გოლი გაუშვა.
* ამ სეზონში გონსალო იგუაინის (იუვენტუსი) 14 დარტყმიდან 7 გავიდა.
ლიგა 1: ლაკაზეტის მეასე
* მაქსიმე ლოპესი 110-ჯერ შეეხო ბურთს "ბორდოსთან" თამაშში, რაც ამ სეზონში "მარსელის" ფეხბურთელისთვის საუკეთესო შედეგია. * "მარსელმა" მეოთხედ დაასრულა მატჩი უგოლო ფრით - 0:0, ეს ყველაზე მაღალი შედეგია ლიგა 1-ში.
* პირველ 11 ტურში "ნიცამ" პირველად შეძლო 29 ქულის მოგროვება.
* "ალიანც რივიერაზე" მარიო ბალოტელიმ 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
* როგორც იქნა, "სენტ ეტიენმა" პირველ ტაიმში გაიტანა, 898 წუთის უგოლობის შემდეგ.
* ედინსონ კავანის (პსჟ) ბოლო 42 დარტყმა - 10 გოლი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის (ექს პსჟ) ბოლო 42 დარტყმა - 0 გოლი.
* ალექსანდრ ლაკაზეტმა "ლიონის" მაისურით უკვე 100 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრში).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"