გარეთ ბეილი უელსის საუკეთესო ფეხბურთელი მეექვსედ გახდა

AutoSharing Option
გარეთ ბეილი მეექვსედ გახდა უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს მისი მიჯრით მეოთხე გამარჯვებაა ამ ნომინაციაში. 27 წლის ფეხბურთელის ტრიუმფი არც გვაკვირვებს. მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კარგ ფორმაშია და ევრო 2016-ზეც მშვენივრად თამაშობდა.

უყურადღებოდ არც ჯო ალენის თამაში დარჩენილა: "ფეხბურთელებისა და ფანების ჯილდო" სწორედ "სტოკის" ნახევარმცველს ხვდა წილად.

"ექსეტერის" 16 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი იტენ ამპადუ კი საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს.

ვთქვათ ისიც, რომ ქალთა შორის რჩეულად ნატაშა ჰარდინგი მიიჩნიეს.

"ფეხბურთელებისა და ფანების ჯილდო" სოფი ინგლს ხვდა წილად. ბრაუნვინ თომასი კი საუკეთესო ახალგაზრდა ქალ
მოთამაშედ დასახელდა.

არის კიდევ ერთი ნომინაცია - მედიამ "რედინგის" მცველი კრის განტერი გამოარჩია.

რაც შეეხება უელსის ფეხბურთის ასოციაციის "სპეციალურ ჯილდოს", ის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული