პია მიულენბუკი ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ფიტნესის შესახებ სტატიების ავტორია.
ლამაზმანი ავსტრალიელი ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთის ყოველდღიურ გაზეთ Daily Mail-სთვის წერს.
გარდა ამისა, პია სოციალურ ქსელებში საკუთარ პროფილზე მუშაობს, რომელიც მისი ძირითადი შემოსავლის წყაროა და შესაშური შემოსავალიც მოუტანა. პიას "ინსტაგრამზე" 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ფიტნესმოდელი "ინსტაგრამზე" მუშაობაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
"ადამიანები ჩემს "ინსტაგრამზე" ფოტოებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ სულ სანაპიროზე ვისვენებ. სინამდვილეში ასე არ არის. ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. მუდამ დაკავებული ვარ. თუ გინდა, რომ ბიზნესმა იმუშაოს, მას დიდი დრო უნდა დაუთმო".
ბუნებრივი სილამაზე და ყოველდღიური ვარჯიშები დარბაზში ლამაზმანს მუშაობაში ეხმარება.
"უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ჩემი სპორტული ტანსაცმლის ხაზი შევქმენი და ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოვაქვეყნე".
თუმცა პია მიულენბუკს ამდენი გამომწერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტანსაცმლის ბრენდის გამო არ ჰყავს.
პია გერმანიაში დაიბადა და სხვათა შორის, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა იურისტის კარიერა მიატოვა და ბლოგერი მოდელი გახდა. ის დაქორწინებულია.
პია ისეთი გამოცემების გარეკანზე მოხვედრილა, როგორებიცაა Maxim, Sports Illustrated და FHM. ამ დროისთვის მიულენბუკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავსტრალიელია.