საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი ბოლო წამზე დაამარცხა

AutoSharing Option
საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სომხური შეკრება მასპინძლებთან გამარჯვებით დაასრულა და სამშობლოში გამოემგზავრა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა სომხების ლეგიონერებით გაძლიერებულ 20-წლამდელთა ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში - 71:68 მოუგო და ტურნე 2 გამარჯვებით (გუშინ ყაზახებს ვძლიეთ) დაასრულა. შეგახსენებთ, რომ სომეხ თანატოლებთან 5 ივლისის მატჩი მესამე მეოთხედში ფარის დაზიანების გამო შეწყდა და ვეღარ დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გაირკვა. სულ ბოლოს, როცა ანგარიში თანაბარი იყო, ტანმაღალმა ფორვარდმა, ალექსანდრე ფევაძემ საფინალო სირენის თანხმებით სამქულიანი ჩააგდო და
ქართველებს 71:68 მოაგებინა.

ჩვენს ნაკრებში 15-15 ქულით ალექსანდრე ფევაძე და დავით აფხაზავა გამოირჩნენ. 11-11 ქულა მოაგროვეს გიორგი ქავთრაძემ და ვილი ისიანმა. ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებს თბილისში შეუერთდება გოგა ბითაძე. გიორგი კორსანტია კი ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის. შეგახსენებთ, რომ საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ სასომხეთის ნაკრებსაც თუ ძლივს უგებთ მაგრა გივარჯიშებიათ ბიჭები
0
სომხეტან გაუჩირდატ და რისი იმედი გაქვტ
შოთა გუგეშაშვილი
18:55 08-07-2017
0

სიახლეები პოპულარული